მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინდური შტამი უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1625418703
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ ინდური შტამი, უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე.

„ინდური შტამი, რომელიც ჩვენთან უკვე 20%-ია, უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე. ის ბრიტანულზე 50%-ით კიდევ უფრო სწრაფ გავრცელებას იძლევა და კიდევ უფრო მძიმე შემთხვევებს.

თქვენ რომ შეხვიდეთ კლინიკებში , მე ყოველდღე დავდივარ, სისტემური ანალიზის გარეშე ნახავთ, რომ გაცილებით გაზრდილია მძიმე ავადმყოფების რაოდენობა, ჟანგბად-დამოკიდებულების, სარეანიმაციო ავადმყოფების. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამ პერიოდში, მესამე ტალღაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები მეორე ტალღასთან შედარებით, გამოწვეულია იმით, რომ ჯერ ბრიტანულმა, შემდეგ ინდურმა შტამმა მოგვცა გაცილებით მეტი მძიმე შემთხვევა და მეტი სიკვდილობა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ ინდური შტამი გავრცელდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

მისი თქმით, პირბადე თავის დაცვის უნივერსალური საშუალებაა.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან?

ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან