მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიშას მდგომარეობა ძალზე გაუარესებულია - ლიზა იასკო

უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო

საქართველოში მყოფი უკრაინის უმაღლესი რადას წევრი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში უკვე მეორედ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა.

„სიტუაცია სერიოზულად არის გაუარესებული. უკვე მეორე კვირაა შიმშილობა გრძელდება. მან წონაში 12 კგ-ზე მეტი დაკარგა. საბრძოლო განწყობაზეა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა უკვე ძალზე დაზიანებულია. მსოფლიო ამას თვალყურს ადევნებს, არსებობს ევროპარლამენტის არაერთი წევრის განცხადება, ისინი ძალზე შეშფოთებულები არიან, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოუვიდა და რომ ის უკანონოდ დააკავეს, საჭიროა მისი გათავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა“, - ამბობს ლიზა იასკო.

ლიზა იასკო საქართველოში დღეს, სპეციალურად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოფრინდა. დღესვე ის კიევში დაბრუნდება.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 საქართველომ სააკაშვილის ექსტრადირების სანაცვლოდ შეიძლება, მისი პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვოს - უკრაინელი ექსპერტი

🔴 სააკაშვილის დაკავება საქართველოში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს - ექსპერტები

🔴 სააკაშვილმა კიევში სნაიპერები ჩაიყვანა და მათ დემონსტრანტები დახოცეს - ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკა

🔴 ლიზა იასკო სააკაშვილზე - „ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვიბრძვით, გვაქვს მომავლის გეგმები“

🔴 სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო უკრაინაში რამდენიმე პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს