მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიზა იასკო სააკაშვილზე - „ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვიბრძვით, გვაქვს მომავლის გეგმები“

იასკოს ინტერვიუ

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ტელეკომპანია „დოჟდის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არავისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც ამის შესახებ მან წინასწარ არაერთხელ განაცხადა.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინულ მხარეზე, მაშინ ყველა დონეზე, პრეზიდენტი ზელენსკი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ელჩები აქტიურად მუშაობენ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე და პოზიცია სრულიად ნათელია - უკრაინის თითოეულ მოქალაქეს უნდა იცავდეს უკრაინა. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის დაცული იყოს. ის უკანონოდ არის დაკავებული, ხოლო ყველა იურიდიული ნორმით არის უკრაინის მოქალაქე, რადგანაც სხვა მოქალაქეობა უბრალოდ არა აქვს. ასე რომ ბრძოლას გავაგრძელებთ.

რამდენიმე დღის წინ პარტიული ყრილობა გვქონდა. ის ტრუსკავეცში ჩატარდა და მასში მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, ყველა დონეზე გამოცხადებული იყო მხარდაჭერა სააკაშვილის მიმართ“, - ამბობს ლიზა იასკო.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა სააკაშვილის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების გართულება, იასკო პასუხობს, რომ ეს არავისთვის სიახლე არ ყოფილა და სააკაშვილი გაზაფხულიდან ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდება.

„მისი დაბრუნების დეტალები, ჩვენ, ბუნებრივია არ ვიცით, მე, მაგალითად, მაშინ სტრასბურგში ვიმყოფებოდი, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ტელეფონით ასეთ საკითხებს არ განვიხილავთ. ასე რომ ყველამ იცოდა, უბრალოდ ზოგს არ სჯეროდა რომ ის ჩამოვიდოდა. საქართველოს ხელისუფლების პირველი რეაქცია სააკაშვილის ვიდეოზე, რომელიც მან საქართველოში გადაიღო, იყო ის, რომ ეს ფეიკია“, - ამბობს იასკო.

წამყვანის შეკითხვაზე, დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებას, ლიზა იასკო ამბობს, რომ ექსტრადირება არის ბრალის აღიარება, ის კი ბრალს არ აღიარებს, რადგანაც უდანაშაულოა.

„სისხლის სამართლის საქმეები, რაც სააკაშვილის წინააღმდეგ არის აღძრული, მხოლოდ საქართველო და რუსეთის აღიარებს, ხოლო ცივილიზებული სამყარო ამ საქმეებს არ აღიარებს, საუბარია 5 პიჯაკზე, ასე რომ არავის ეპარება ეჭვი, რომ ის პოლიტიკური პატიმარია“, - ამბობს იასკო.

„საკითხი არ დგას ასე - გამოუშვებენ თუ არა სააკაშვილს. აქ საუბარია უფრო სერიოზულ საკითხებზე - არჩევნების შედეგების დაცვაზე, ხმების დაცვაზე, მიხეილის მთავარი ამოცანა სწორედ ესაა - არჩევნების შედეგების დაცვა და ხალხის გვერდით დგომა, საქართველოში ხომ შარშანდელის შემდეგ პოლიტიკური კრიზისია და სააკაშვილს, რომელსაც საქართველოზე გული შესტკივა, სურს, დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას. 2 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები აჩვენებს, რომ არც ისე ცუდად არის საქმე, მაგრამ, მეორე მხრივ, არის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, რომ იყო ფალსიფიკაცია, ამომრჩევლების მოსყიდვა. ამასთანავე, საერთო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, რაც მიხეილისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არავის შეიწყალებს, რომ არავის გათავისუფლებას არ აპირებენ. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ის მტერია და მისი იზოლირებაა საჭირო. სასამართლო სისტემა საქართველოში ძალზე პოლიტიზებული და კორუმპირებულია. მე ზუსტად ვიცი, რომ მთელ მსოფლიოს ადეკვატური პოზიცია აქვს. სააკაშვილი ძალზე ცნობილი პოლიტიკური პერსონაა და ამის იგნორირება შეუძლებელია. არის ზარები, განცხადებები, რაც არის გარკვეული ზეწოლა და ამას შედეგი უნდა მოჰყვეს“, - ამბობს ლიზა იასკო.

საქართველოში ექსპრეზიდენტის დაბრუნების დეტალებზე საუბრისას ლიზა იასკო ამბობს, რომ დაბრუნების რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა.

„თვითმფრინავით დაბრუნების ვარიანტი ყველაზე მარტივი იყო. იყო შეტევები, მათ შორის ჰაკერული შეტევები და მისი ბილეთი გაუქმებულიც კი იყო ამ შეტევების შედეგად. ასე რომ შესაძლებელი იყო, რომ ის თვითმფრინავის ბორტზე ვერ მოხვედროდა, ან უბრალოდ ბილეთს გააუქმებდნენ. ასე რომ სხვა ვარიანტები, სხვა სცენარებიც განიხილებოდა. საბოლოოდ როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე არ ვიცი - მე მაშინ სტრასბურგში ვიმყოფებოდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. საერთო ჯამში სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას მე მხარს ვუჭერ“, - ამბობს ლიზა იასკო.

წამყვანმა რამდენჯერმე ჰკითხა, მაინც როგორ გადაკვეთა სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, მაგრამ იასკომ განაცხადა, რომ მას არა აქვს ეს ინფორმაცია.

იაკო, ასევე, სააკაშვილთან პირად ურთიერთობებს შეეხო:

„ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვიბრძვით, გვაქვს მომავლის გეგმები, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ სულისკვეთებით, იდეებით. რაც შეეხება პიკანტურ დეტალებს, ამაზე საუბარი არ მსურს“, - ამბობს ლიზა იასკო.

ლიზა იასკო, ასევე, ამბობს, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადასვლას არ აპირებს.

„მე უკრაინა მიყვარს, ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და არ ვგეგმავ საქართველოში საცხოვრებლად გადასვლას“, - ამბობს ლიზა იასკო.

წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა სააკაშვილი უკრაინელი თუ ქართველი პოლიტიკოსი, ლიზა იასკო ამბობს, რომ ის არის ორივე - უკრაინელიც და ქართველი პოლიტიკოსიც, რაც, მისი თქმით, „უნიკალური შემთხვევა და ძალიან დიდი ძალაა“.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ლიზა იასკო საქართველოშია - სააკაშვილის მეუღლე რუსთავის ციხეში მივიდა

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე

🔴 „თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, ეს გახარიაა, მან შური იძია ოცნებაზე“