მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილმა კიევში სნაიპერები ჩაიყვანა და მათ დემონსტრანტები დახოცეს - ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკა

სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმე

ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის „გენერალურმა პროკურატურამ“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ria.ru იუწყება.

გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის ბოლოს უკრაინაში სნაიპერთა ჯგუფი ჩაიყვანა, რომელმაც კიევში, მაიდანზე ცნობილი საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეებს და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

ლუგანსკის „პროკურატურამ“ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე მიმართა ქართულ და ბელარუსის მხარეს, რათა მათ გამოძიებაში დახმარება აღმოუჩინონ.

„ბელარუსის პროკურატურამ უკვე დაკითხა პირები, რომლებიც 2014 წლის თებერვალში კიევში სამართალდამცველი ორგანოების და სამოქალაქო პირების დახვრეტასთან არიან დაკავშირებული“, - განაცხადა ე.წ. პროკურატურის წარმომადგენელმა ინა სემიონოვამ.

მისი თქმით, ბელარუსთან სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობა აქამდეც ძალზე ნაყოფიერი იყო.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე