მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის დაკავება საქართველოში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს - ექსპერტები

ექსპერტები არჩევნების შედეგებზე

უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ პოლიტიკური დაძაბულობის დასრულების მცირე შანსი რჩება. ექსპერტების მოსაზრებას atlanticcouncil.org ავრცელებს.

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსი აცხადებს, რომ საქართველომ დასვენების დღეებში ჭეშმარიტი დემოკრატიისადმი ერთგულების დაფიქსირების შანსი დაკარგა. ბოლო წლების განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ და მის მოწინააღმდეგეებს შორის პოლიტიკური ბრძოლის დროს დემოკრატიული ფასეულობების დაფასება ნაკლებად ხდება. ადგილობრივ არჩევნებზე ეს ტენდენცია შენარჩუნდა.

„ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ვერდიქტი გარკვეულ ნიუანსებს შეიცავდა. ამ დასკვნის მიხედვით, კენჭისყრის დროს დაფიქსირდა დაშინების, მოსყიდვის, ამომრჩეველზე ზეწოლის, ასევე, პარტიებისთვის არათანაბარი პირობები დაფიქსირდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო კამპანიების დაფინანსებაზე არასათანადო კონტროლი ხორციელდებოდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები არჩევნების დროს ფალსიფიკაციაზე საუბრობდნენ, დაძაბული მდგომარეობა კიდევ უფრო იმიტომ დაიძაბა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა. რა ბრალდებებიც არ უნდა არსებობდეს სააკაშვილის წინააღმდეგ, მისი დაპატიმრება - ქართული დემოკრატიისთვის საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არ არის“ - ამბობს ჯონ ჰერბსი.

ატლანტიკური საბჭოს მეცნიერ მუშაკი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ყველა დარღვევის მიუხედავად, საქართველოში მაინც კონკურენტული არჩევნები ჩატარდა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რუსეთში სექტემბერში ჩატარებული არჩევნებისგან, უფრო სწორად კი, რუსეთში არჩევნების აბუჩად აგდება ჩატარდა.

„არჩევნების შედეგად ბევრ რაიონში მეორე ტური დაინიშნა. თუმცა, საქართველოში პოლიტიკა ძალზე პოლარიზებული რჩება. არჩევნების წინ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ის დააკავეს, რამაც არჩევნებს გარკვეული ჩრდილი მიაყენა. ყოფილი პრეზიდენტების დაკავება, როგორც წესი, დემოკრატიაზე ცუდად მოქმედებს“ - მიაჩნია ექსპერტს.

Bertelsmann Stiftung-ს აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ექსპერტს მირიამ კოსმელს, ასევე, მიაჩნია, რომ საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას პოლიტიკურად დაპირისპირებულ საქართველოში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია. არსებობს დესტაბილიზაციის საფრთხე, მით უმეტეს, რომ საქართველოს ბევრ რეგიონში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„ამ დაპირისპირების ფონზე, ისეთი პრობლემები, როგორებიცაა კორონავირუსი, უმუშევრობა და სიღარიბე ყურადღების მიღმა დარჩება.

გარკვეულ სირთულეებს ის ფაქტი ქმნის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ასე რომ, მისმა დაკავებამ შეიძლება საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ზიანი მიაყენოს.

ატლანტიკურ საბჭოს კიდევ ერთ წარმომადგენელს ტერელ ჯერმეინ სთარს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში ყველა დარღვევის მიუხედავად ნორმალური შედეგი აჩვენა და ახლა ის მეორე ტურში დიდ ქალაქებში მერების ადგილების დაკავებისთვის იბრძოლებს. ამ შედეგებზე დაყრდნობით, ოპოზიციას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების კარგი შანსი აქვს.

„სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დაახლოებით 30%-ს შეადგენს, რაც საშინელი შედეგია მმართველი ძალისთვის, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის. მეორე ტური პოლარიზებული საზოგადოების პირობებში ჩატარდება და მისი შედეგების მიხედვით, ოპოზიციას კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია“, - ამბობს მირიამ კოსმელი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე