მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო უკრაინაში რამდენიმე პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მოკვლევა სააკაშვილის საკითხზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის შესაძლო კვეთის საქმეზე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სამსახურებრივ მოკვლევას ატარებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მოკვლევის პერიოდის განმავლობაში რამდენიმე პირი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

„უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით უკრაინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახური მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს უკრაინიდან მისი გასვლის და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტის გამოძიება. მთელი არსებული ინფორმაციის დეტალური შესწავლა მოხდება“, - განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა ანდრეი დემჩენკომ.

მისივე ინფორმაციით, სასაზღვრო სამსახურის სამხრეთ რეგიონული სამმართველოს თანამდებობის რამდენიმე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გათავისუფლებულია. შეკითხვაზე, დაფიქსირდა თუ არა სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა მონაცემთა ბაზაში, სპიკერმა განაცხადა, რომ ეს „კონფიდენციალური ინფორმაციაა“.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე