მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნის გამო უდანაშაულო ადამიანები არ დაისჯებიან“ - ალექსანდრე ფალავანდიშვილი

რადიკალური ჯგუფის წევრი

„იმედია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნის გამო უდანაშაულო ადამიანები არ დაისჯებიან“, - ამის შესახებ ალექსანდრე ფალავანდიშვილმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოძალადეები „თბილისი პრაიდის“ წევრები არიან, რომლებიც 5 ივლისს „ღირსების მარშის“ გამართვას გეგმავდნენ.

რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს, მან განაცხადა, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

„როდესაც 50 000 ადამიანთან მიხვალ და დაუძახებ პუტინთან კოლაბორაციონისტს, ბუნებრივია მათგან ვიღაც თავს ვერ შეიკავებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალურმა პოლიციამ „ალტ-ინფოს“ ყველა წევრი გამოკითხვაზე რამდენიმე საათის წინ გადაიყვანა. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა მამა სპირიდონ ცქიფურიშვილიც.

ინფორმაციისთვის, 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.

14 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება უნდა წარიმართოს და ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მედიის მისამართით საზოგადოებაში არსებობს აგრესია“ - ვარლამ გოლეთიანი

👉 „ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას“ - გურამ ფალავანდიშვილი

👉 მეუფე იაკობი: ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ