მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს (ფოტო)

ნამახვანჰესისი აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. რიონის ხეობის მცველების განცხადებით, აქციის მონაწილეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ხელისუფლების პასუხს დაელოდებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, თბილისში პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციაზე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მთავრობის პასუხს 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან.

ინფორმაციისთვის, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ“ - ზურაბ ჯაფარიძე „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე

👉„კარგად ორგანიზებული და დაფინანსებულია, ვინ გადაიხადა ამის ფული?“ - გიორგი ვაშაძე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე

👉 „ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის აქციების მეშვეობით“ - პრემიერი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე