მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილმა მთხოვა პატრიარქს გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ“ - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (ვიდეო)

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.

მისი თქმით, სააკაშვილმა ილია მეორესთან დააბარა თხოვნა, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ.

სასულიერო პირის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონია და მისთვის სისუსტე არ შეუნიშნავს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვთავაზობ ხელისუფლებას, სააკაშვილის საქმეები ჰააგის მოსამართლეებმა განიხილონ“ - ანა დოლიძე

⭕ რამდენ წლიანი სასჯელი ემუქრება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში

„ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

„ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“, სააკაშვილი ციხეში კამერების წინ ჩააბარებს ნარკოტესტს და მან კანცელარიაში ჩააბაროს“ - ბექა ბასილაია

„სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“ - სანდრა რულოვსი

„სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“ - ნიკა გვარამია