მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“, სააკაშვილი ციხეში კამერების წინ ჩააბარებს ნარკოტესტს და მან კანცელარიაში ჩააბაროს“ - ბექა ბასილაია

ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მზადაა ნარკოლოგიური შემოწმება ციხეში კამერებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით გაიაროს, რის შემდეგაც ნარკოტესტი თავად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა ჩააბაროს.

„გვაქვს ასეთი შეთავაზება, წლების განმავლობაშიც და ბოლო პერიოდშიც, ვიდრე დაკავებამდე ჩვენ მიხეილ სააკაშვილი გვინახავს ველოსიპედზე, გვინახავს, რომ ცურავს, გვინახავს თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, დარბოდა, ვარჯიშობდა და ა.შ.

ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, ქიმიური ნარკოტიკით დამთავრებული. ამისთვის მზად ვართ.

ამავდროულად ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“ - კანცელარიაში თუნდაც მხოლოდ მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს ნარკოდამოკიდებული უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მისცენ სასამართლოში მონაწილეობის უფლება და იქ გამოჩნდება რა მდგომარეობაშიც არის სააკაშვილი“ - ადვოკატი

⭕ პრემიერ-მინისტრის ღია წერილი

„სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“ - სანდრა რულოვსი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გასროლა იყო და ისიც მიზანში ვერ გაარტყეს - მამუკა მდინარაძე