მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“ - ნიკა გვარამია

გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები

„არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და შესაბამისად სამედიცინო ადმინისტრირებაზეც უარი აქვს ნათქვამი“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამიამ პრემიერის ღია წერილზეც ისაუბრა.

ამასთან, გვარამიას თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ სააკაშვილი ნორმალურად არის.

„გულწრფელად გეტყვით მიშა სააკაშვილის ადგილას მე არც ვუპასუხებდი ღარიბაშვილის განცხადებას, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. ის მზად არის, რომ ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს. ვისაუბრეთ ციხის დირექტორთან და ძალიან კეთილგონიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე მოგვარდება ტელევიზორთან დაკავშირებული პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს პირობა მივიღეთ.

რაც შეეხება მის მდგომარეობას, ძალიან დიდი ხანია ასეთი სააკაშვილი არ მინახავს. მისი მთავრობის წევრი ვიყავი და როცა პიკზე იყო თავისი აქტივობები, მას შემდეგ ასეთი მხნე არ მინახავს. შიმშილობის არაფერი ეტყობა იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად შიმშილობს, მაგრამ ჯერჯერობით ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ნორმალურად არის.

თუმცა ცხადია, რომ უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებას დაიწყებს. ბუნებრივია, იგი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და შესაბამისად, სამედიცინო ადმინისტრირებაზეც უარი აქვს ნათქვამი“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ბოლო წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 ზელენსკიმ პირობა დადო, რომ შეეცდება სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას

🔴 სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“ - ირაკლი კობახიძე