მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვთავაზობ ხელისუფლებას, სააკაშვილის საქმეები ჰააგის მოსამართლეებმა განიხილონ“ - ანა დოლიძე

დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საქმეებისთვის ჰიბრიდული სასამართლოს მოდელის შექმნას სთავაზობს, რომელიც უკვე აპრობირებულია.

მისი თქმით, პროცესში ჰააგის მოსამართლეების ჩართულობა გამორიცხავს კითხვებს ობიექტურობასთან დაკავშირებით, ამავდროულად, დადგინდება სიმართლე.

„ვთავაზობთ გამოსავალს ხელისუფლებას და სახელმწიფოს. კონკრეტული მოდელი, რომლითაც ჩვენ ორ ფასეულობას დავიცავთ. სიმართლეც დადგინდება და მისი უფლებებიც იქნება დაცული. ამით ჩვენი ქვეყანა განვითარებადი სახელმწიფოდან შესაძლოა მოწინავე სახელმწიფოდ იქცეს.

მოდელი არის ბოსნია ჰერცოგოვინაში გატესტილი, სადაც ე.წ. ჰიბრიდული სასამართლო შეიქმნა. ეს გულისხმობს, რომ ადგილობრივ სასამართლო სისტემაში, რომლის მიმართაც იყო კითხვები კომპეტენტურობასა და მიკერძოებულობაზე, შეიქმნა სპეციალური პალატა. ვთავაზობთ, რომ შეიქმნას ორი პალატა სასამართლოში და ამისთვის პროცედურები უკვე ჩამოყალიბებულია, ჰააგის ყოფილი მოსამართლეებით, რომელთა რეპუტაციას არავითარი ჩრდილი არ აქვს. ეს არის 6 ადამიანი, რომელიც გვჭირდება.

საქმეები, რომელზეც განაჩენი არის, წავიდეს საკასაციო პალატაში და საქმეები, რომელიც დასრულებული არ არის, წავიდეს ჩვეულებრივ პალატაში. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით წარვმართოთ პროცესი. პროკურატურას ვაიძულებთ, რომ რეალური მტკიცებულებები წარადგინოს, რადგან არ იქნება დარწმუნებული, რომ კლანი ყველაფერს გაუკეთებს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

როგორც მან განაცხადა, ამგვარი პრეცედენტი მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„დღეს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს. ესენია, ისრაელი და საფრანგეთი. ჩვენ თუ ეს კარგად ჩავატარეთ, არა თუ გვეცოდინება, რომ სტრასბურგში ყველაფერი წესრიგში იქნება, არამედ მივიღებთ იმას, რომ სააკაშვილის უფლებები იქნება დაცული, გავიგებთ სიმართლეს, თუ რა მოხდა, სახელმწიფოებრივადაც გვაქვს შანსი, რომ უნიკალური ნახტომი გავაკეთოთ სამართლიანობის კუთხით და იმ სახელმწიფოების გვერდით დავდგეთ, სადაც მახინჯი და შეთითხნილი პროცესები აღარ იმართება.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ რამდენ წლიანი სასჯელი ემუქრება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში

„ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

„ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“, სააკაშვილი ციხეში კამერების წინ ჩააბარებს ნარკოტესტს და მან კანცელარიაში ჩააბაროს“ - ბექა ბასილაია

„სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“ - სანდრა რულოვსი