მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩევნების II ტური, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა - 21 ნოემბრის მიმოხილვა

21 ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბები - Pia.ge

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE  21ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

🔵 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

🔵 გიორგი გახარიამ ოპოზიციას მიმართა - უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა

🔵 მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ძალების გაყვანის მომხრეა - მაია სანდუმ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება ამ რეგიონიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანას უნდა ითვალისწინებდეს

🔵 საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს - ეპიდვითარება ქვეყანაში

🔵 ხმების გადათვლის შემდეგ ჯორჯიაში ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა - ხელით გადათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ბაიდენმა დონალდ ტრამპს ამ შტატში 12670 ხმით მოუგო

🔵 დონალდ ტრამპის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

🔵 კოვიდვაქცინაცია შეიძლება უკვე დეკემბერში დაიწყოს - ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

🔵 სააკაშვილის მხრიდან თავდასხმები სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია - შვედი პარლამენტარი მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

🔵 მსოფლიოში კორონავრიუსის სტატისტიკა უარესდება - ეპიდვითარება მსოფლიოში

🔵 ქუთაისში კოვიდინფიცირებულ 9 დღის ჩვილს მკურნალობენ - ჩვილი კოვიდ 19-ით დედისგან ინფიცირდა

🔵 უკონკურენტოდ - BBC საქართველოში არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება

🔵 შოიგუ და ლავროვი ერევნიდან ბაქოში ჩაფრინდნენ - ბაქოში ჩაფრენამდე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და მთავრობის წევრებს შეხვდნენ

🔵 რუსეთში ეპიდვითარება მძიმდება - კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

🔵 საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი გაიტაცეც - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

🔵 როგორია კოვიდინფიცირებული თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

🔵 ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება - პაატა იმნაძე კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო პროგნოზზე საუბრობს