ახალი ამბების სააგენტო PIA.GE 21ნოემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.
🔵 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
🔵 გიორგი გახარიამ ოპოზიციას მიმართა - უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა
🔵 მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ძალების გაყვანის მომხრეა - მაია სანდუმ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება ამ რეგიონიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანას უნდა ითვალისწინებდეს
🔵 საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს - ეპიდვითარება ქვეყანაში
🔵 ხმების გადათვლის შემდეგ ჯორჯიაში ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა - ხელით გადათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ბაიდენმა დონალდ ტრამპს ამ შტატში 12670 ხმით მოუგო
🔵 დონალდ ტრამპის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
🔵 კოვიდვაქცინაცია შეიძლება უკვე დეკემბერში დაიწყოს - ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
🔵 სააკაშვილის მხრიდან თავდასხმები სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია - შვედი პარლამენტარი მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
🔵 მსოფლიოში კორონავრიუსის სტატისტიკა უარესდება - ეპიდვითარება მსოფლიოში
🔵 ქუთაისში კოვიდინფიცირებულ 9 დღის ჩვილს მკურნალობენ - ჩვილი კოვიდ 19-ით დედისგან ინფიცირდა
🔵 უკონკურენტოდ - BBC საქართველოში არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება
🔵 შოიგუ და ლავროვი ერევნიდან ბაქოში ჩაფრინდნენ - ბაქოში ჩაფრენამდე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და მთავრობის წევრებს შეხვდნენ
🔵 რუსეთში ეპიდვითარება მძიმდება - კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა
🔵 საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი გაიტაცეც - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე
🔵 როგორია კოვიდინფიცირებული თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
🔵 ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება - პაატა იმნაძე კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო პროგნოზზე საუბრობს