მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა ის გვაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი კარგი გოგოა თუ ცუდი? “ - ხუხაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Pia.ge

„ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც „სააკაშვილის ღირსება დაცული უნდა იყოს, კადრების გავრცელება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“

გია ხუხაშვილის თქმით, მოსაზრებების გამოთქმას ბრიფინგის ჩატარება არ სჭირდება. 

ექსპერტი ამბობს, რომ მას შეეძლო ვითარებიდან გამოსვლის ფორმულა შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის და თუნდაც  გარკვეული პლატფორმა შეექმნა იმისთვის, რომ რაღაც ტიპის მოლაპარაკება შესაძლებელი გამხდარიყო. 

„ვისურვებდი, რომ როდესაც სახელმწიფო მეთაური გამოდის, პირველი პირები ამა თუ იმ ინსტიტუტის, ისინი საუბრობდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებებზე. მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩვენ ვსაჭიროებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და არა შეფასებებს. 

შეფასებებისთვის არსებობს ინტერვიუს ფორმა და არა ბრიფინგი. ბრიფინგი იმართება მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული. პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა იყო შეფასებები. იქით ხელისუფლებას გადასწვდა და გააკრიტიკა, მაგრამ გადაწყვეტილების ფორმულად არაფერი ყოფილა შეთავაზებული. ცოტა გააკრიტიკა, ცოტა გაამართლა და ცოტა მოეფერა. 

ჩვენ პრეზიდენტი იმისთვის კი არ ავირჩიეთ, რომ კომენტირება მოახდინოს და თავისი აზრი გამოთქვას ამა თუ იმ საკითხზე. ამისთვის არიან სამოქალაქო პირები, რომლებსაც შეუძლიათ მოსაზრებები ილაპარაკონ. 

პრეზიდენტი იმისთვის ავირჩიეთ, რომ რაღაც გადაწყვეტილებები შემოგვთავაზოს ან რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს. მის გუშინდელ გამოსვლაში ეს არ ყოფილა. ამით ხომ არაფერი იცვლება? ჩვენ ახლა ის გვაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილი კარგი გოგოა თუ ცუდი? ეს ხომ არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? 

ჩვენ ახლა კრიზისში ვართ და არის ინსტიტუციური ვალდებულება მათ შორის სახელმწიფო მეთაურის, რომ რაღაც ტიპის ნაბიჯები გადადგას კრიზისის განმუხტვისთვის. მაგალითისთვის, მას შეეძლო ვითარებიდან გამოსვლის ფორმულა შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის და თუნდაც  გარკვეული პლატფორმა შეექმნა იმისთვის, რომ რაღაც ტიპის მოლაპარაკება შესაძლებელი გამხდარიყო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია