მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

„საკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მინიმუმ 6 წელი უნდა იჯდეს. 

პარლამენტის წევრმა პლენარულ სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის  შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ქვეყანა დაანგრია. 

„სააკაშვილის რეანომობილიდან გადმოყვანის კადრებმა აჩვენა, როგორი ადამიანი არ უნდა აირჩიო ქვეყნის პრეზიდენტად. სააკაშვილი არ შეცვლილა. გაიხსენეთ როგორი სცენა დადგა მან და როგორი შემართებით უტევდა ნარჩემაშვილს, შეადარეთ ის სცენა, რომელიც იყო ბადრაგებთან, აბსოლუტურად ერთი და იგივე. ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, მის თავში იხარშება. ის ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს და ვინ რა უნდა გააკეთოს, ნუ იფიქრებთ იმას, რომ ვინმე რამეს აკეთებს, ყველაფერი ეს მოდის მისგან. სადაც სააკაშვილია, იქ არის - ნგრევა, ომი და უბედურება. მოუწევს მას იჯდეს ციხეში მინიმუმ 6 წელი, ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის. სააკაშვილმა ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა.

საქართველოში პირველ რიგში დაინგრა განათლება, დავშორდით ჩვენს აფხაზ ძმებს, ჩაბარდა და გაიყიდა საქართველოს მიწები, ზურგი ვაქციეთ ერთ მილიონ ქართველს  რუსეთში. იგივე გაკეთდა უკრაინაში. რომ არა მისი სპეცრაზმელები ის მაიდანი იმ სახით როგორიც იყო ტყუპისცალი ე.წ ვარდების რევოლუციის შეიძლება უკრაინაში არ მომხდარიყო. ის დაპირისპირება რაც  ახლა უკრაინაშია და ის ომიც, გარკვეულწილად, სააკაშვილის დამსახურებაა, რომელიც პორტირებული იყო აქედან უკრაინაში. ის სჭირდებოდათ აზიის ქვეყნებშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „გადაწყვეტილება მივიღე ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი“ - ბურჭულაძე

🔴 „ანა ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის პუტინის წინააღმდეგ და რა გასაკვირია, რომ ჩემთან არ შემოუშვეს“ - სააკაშვილი

🔴 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს