მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს ფინანსური ოკუპაცია მოხდა“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

„2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას. ამით მოხდა ჩვენი მეტად ინტეგრაცია რუსულ იმპერიაში, ანუ საქართველოს ფინანსური ოკუპაცია მოხდა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები რუსები ისევ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკაზე და სანქციების გვერდის ავლაზე მუშაობენ. 

„სტატისტიკა არის მანიპულაციების საგანი. იმპორტი 2 მილიარდით რომ გაიზარდა, ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი არ გაზრდილა, ანუ ამ 2 მილიარდის პროდუქტი სადღაც წავიდა არავინ იცის, საბუთიც არ არსებობს. 100 000-ზე მეტი რუსი ცხოვრობს საქართველოში, ისინი დღესაც მუშაობენ რუსეთის ეკონომიკაზე. მუშაობენ სანქციების გვერდის ავლაზე.

2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას. ამით მოხდა ჩვენი მეტად ინტეგრაცია რუსულ იმპერიაში, ანუ საქართველოს ფინანსური ოკუპაცია მოხდა. 

გარდა ამისა, ამ ფულის წარმომავლობა არავინ იცის. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური ფულის გათეთრების ოპერაცია საქართველოს ისტორიაში. ეს ფული რას ხმარდება, რუსების ცხოვრებას აქ? - არა, ასეთი მიამიტებიც არ ვართ, ეს ფული ხმარდება რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლას. ეკონომიკური ომი არის ერთ-ერთი მთავარი განზომილება გლობალური ომის. დასავლეთი ეკონომიკურად ებრძვის რუსეთს. შენ, როდესაც რუსეთს ეხმარები ეკონომიკური პრობლემების გადალახვაში და ამით ამაყობ, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ ამ ომში უკვე მონაწილეობ, მაგრამ არა დასავლეთის, არამედ რუსეთის მხარეს. 

ოღონდ ომი არ იყოს და მზად ვართ დავუწვეთ მტერს. სამწუხაროდ, ამ განწყობაზე ამ ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილი ნაწილია. მრცხვენია იმ ხალხის მაგივრად, რომლებიც მზად არიან მტერს დაუწვნენ, ოღონდ ომი არ იყოს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

მოსამართლე ამ გადაწყვეტილებით ამბობს, „თავი დამანებეთ, ფრედ დავამთავროთ, შავ დღეში ვარ“, წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა - ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

ფულის გათეთრების აბსურდული საქმე არ არსებობს, ბრძოლა გაგრძელდება - მამუკა ხაზარაძე სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

 სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ის, რომ თუ გუშინ დაუძინებელი მტრები იყვნენ, დღეს შეიძლება ნათელ-მირონები გახდნენ - რომან გოცირიძე

⭕ ნიკა მელია არავის მესიჯს არ ელოდება როგორ იმოქმედოს, მას არანაირი მიზიდულობა ფულისადმი არ გააჩნია - ეკა ხერხეულიძე

⭕ „ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში „ენმ“ პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში“ - ნონა მამულაშვილი