მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია არავის მესიჯს არ ელოდება როგორ იმოქმედოს, მას არანაირი მიზიდულობა ფულისადმი არ გააჩნია - ეკა ხერხეულიძე

პოლიტიკოსი

„ჩემზე დიდი მოკამათე ნიკა მელიას არ ჰყავს, ორივე ძალიან იმპულსური ადამიანები ვართ და თუკი ვინმე ხმამაღლა კამათობს, ეს არის - ნიკა და მე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. 

ხერხეულიძის თქმით, ნიკა მელია არის ადამიანი, რომელსაც ფულისადმი მიზიდულობა არ გააჩნია. 

„ნიკა მელია ქმნიდა პოლიტიკურ ამინდს. ჩემზე დიდი მოკამათე ნიკა მელიას არ ჰყავს, ორივე ძალიან იმპულსური ადამიანები ვართ და თუკი ვინმე ხმამაღლა კამათობს, ეს არის - ნიკა და მე. იმედი მაქვს ერთის, მის სიჯიუტეზე გადის მისი პიროვნული ხაზი, მაგრამ ის არასდროს მოწყვლადი არ არის. მელია მესიჯის პასუხს არ ელოდება როგორ იმოქმედოს, ის მე მპასუხობს იმას, რასაც ფიქრობს. ვიცი, რომ ნიკა მელია არავის მესიჯს არ ელოდება.

მელია საკმაოდ ჯიუტი ადამიანია. ის, რომ არ არის ხარბი და მოწყვლადი, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს არის ლიდერისთვის მახასიათებელი. ნიკა მელია არ არის ხარბი, მას არანაირი მიზიდულობა ფულისადმი არ გააჩნია“, - აცხადებს  ეკა ხერხეულიძე. 

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს ფარული ჩანაწერები კიდევ გამოუქვეყნონ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა  ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე ნიკა მელიას ახალი ჩანაწერი გამოუქვეყნონ, ეკა ხერხეულიძე აცხადებს: „არაფერს გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა“. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ის, რომ თუ გუშინ დაუძინებელი მტრები იყვნენ, დღეს შეიძლება ნათელ-მირონები გახდნენ - რომან გოცირიძე

⭕ თანამდებობებს ინაწილებენ... ნახევარი საათი არ გასულა, რაც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს - ხაბეიშვილი მელიაზე

⭕ უჭირთ, ახლოვდება არჩევნები, თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

 ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - მელია

 შეუძლებელია დაკარგო სახე და დაემსგავსო გესტაპოს ექიმს - თაკო ჩარკვიანი ნადირაძეს