მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფულის გათეთრების აბსურდული საქმე არ არსებობს, ბრძოლა გაგრძელდება - მამუკა ხაზარაძე სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე

პოლიტიკოსი

„ფულის გათეთრების აბსურდული საქმე არ არსებობს, ბრძოლა გაგრძელდება“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. 

👉 სააპელაციო სასამართლომაც ხაზარაძე-ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო

ხაზარაძის თქმით, ამ საქმეზე მიმდინარე პროცესები სამართლებრივი აბსურდია.

„მათ სიტყვა ვერც კი თქვეს, ვერც პირველმა ინსტანციამ და ვერც მეორე ინსტანციამ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ  მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ და ის, რომ 4 წელია მიმდინარეობს ეს სასამართლო და ჩვენ არ ვართ საპყრობილეში ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე ფულის გათეთრების არ არსებობს. გვედავებოდნენ ფულის გათეთრებას, რომელიც არ ყოფილა. 

აქ არ არის ლაპარაკი ხანდაზმულობაზე. ვინმეს არ ეგონოს, ჩვენ აქ იმიტომ ვდგავართ და იმიტომ არ ვართ საპყრობილეში, რომ ეს იყო ხანდაზმული, არა მეგობრებო. აი ეს არის ის სასამართლო, რომელიც შექმნა ივანიშვილმა. დარწმუნებული ვარ, ეს მოსამართლეები გაასამართლებენ ისევ „ქართული ოცნების“ ლიდერებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა ნათლად ხედავს, რომ ჩვენ პრორუსული ხელისუფლება გვყავს“, - აცხადებს „ლელოს“ ლიდერი. 

„ლელოს“ ლიდერმა ბიზნესმენებსაც  მიმართა და მათ მოუწოდა, რომ არ შეშინდნენ. 

„მინდა მივმართო ბიზნესმენებს და ყველა იმას ვინც თვალყურს გვადევნებს. არ შეშინდეთ, ბიზნესმენებო, არ დაგაშინოთ არავინ, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით, ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებით ევროსტრუქტურებში და იმ საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ტრადიციებს და ქართულ გენს დაიცავს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

ამასთან, ხაზარაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე უზენაესში გაასაჩივრებს.

„ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გავასაჩივრებთ უზენაესში. ეს არის გრძელი გზა და დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ბატონი თადუმაძე, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, რომელმაც დაიწყო პროცესი ჩვენს წინააღმდეგ და ახლა მივდივართ მოსამართლესთან, ბატონ თადუმაძესთან, რომელმაც თითქოს სამართლიანობა უნდა გამოიტანოს. ეს არის აბსურდის თეატრი, ქვეყანა და ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ ვპირდები თითოეულ მოქალაქეს, რომ ბრძოლა არ გაჩერდება ერთი წამით“, - აღნიშნავს ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომაც ხაზარაძე-ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო. პირველმა ინსტაციამ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავეებად ცნო თაღლითობაში, 7-წლიანი პატიმრობაც შეუფარდა, თუმცა სასჯელის ხანდაზმულობიდან გამომდინარე ისინი ციხეში არ გაუშვა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს.

გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ის, რომ თუ გუშინ დაუძინებელი მტრები იყვნენ, დღეს შეიძლება ნათელ-მირონები გახდნენ - რომან გოცირიძე

⭕ ნიკა მელია არავის მესიჯს არ ელოდება როგორ იმოქმედოს, მას არანაირი მიზიდულობა ფულისადმი არ გააჩნია - ეკა ხერხეულიძე

⭕ „ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში „ენმ“ პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში“ - ნონა მამულაშვილი