მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში „ენმ“ პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში“ - ნონა მამულაშვილი

ენმ-ს წევრი

„ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში „ენმ“ პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში. 

მამულაშვილის თქმით, ახლა დაშლის დროს არის, რადგან მესამე პრეზიდენტია გადასარჩენი. 

ამასთან, მამულაშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნებიდან „ნაცმოძრაობა“ გაძლიერებული გამოვა. 

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტიის მენეჯმენტი. აუცილებელია დასავლეთთან და უკრაინასთან ბევრად უფრო აქტიური მუშაობა. ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში „ენმ“ პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში. ამომრჩევლები ჩვენ გვთხოვენ, ვიბრძოლოთ გარეთ და საერთაშორისო ფრონტზე. ვფიქრობ, შევძლებ ამ ადამიანების გაერთიანებას ჩემი თავმჯდომარეობის დროს. ამ არჩევნებიდან აუცილებლად გავა „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერებული. არ შეიძლება, რომ პარტია დაიშალოს. მიხეილ სააკაშვილი გვყავს, ასევე, გადასარჩენი“, - აცხადებს ნონა მამულაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნიკა მელია არავის მესიჯს არ ელოდება როგორ იმოქმედოს, მას არანაირი მიზიდულობა ფულისადმი არ გააჩნია - ეკა ხერხეულიძე

 სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ის, რომ თუ გუშინ დაუძინებელი მტრები იყვნენ, დღეს შეიძლება ნათელ-მირონები გახდნენ - რომან გოცირიძე

⭕ თანამდებობებს ინაწილებენ... ნახევარი საათი არ გასულა, რაც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს - ხაბეიშვილი მელიაზე

⭕ უჭირთ, ახლოვდება არჩევნები, თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

⭕  ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - მელია