მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვერდითი მოვლენები, რელიგია, ვაქცინების ტესტირება - რა მიზეზებით არ იცრებიან ადამიანები საქართველოში?

ვაქცინაცია
1638359564
COVID-19

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36.8% COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს გვერდით მოვლენების გამო ამბობს.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს:

👉 35.8%-ის აზრით, ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი

👉 32.1%-თვის ჯანმრთელობის არსებული პრობლემებია მიზეზი

👉 13.9% უარის მიზეზად ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობას ასახელებს

👉 12.4% ფიქრობს, რომ ვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს

👉 8.6% წინააღმდეგობის მიზეზად ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიას ასახელებს 

👉 7.9% ამბობს, რომ COVID 19-ის გადატანის შედეგად იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული აქვს

👉 4.6% მიიჩნევს, რომ COVID 19-ით გამოწვეული საფრთხე გაზვიადებულია

👉 2.6%-ს მიაჩნია, რომ ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება

👉 0.1%-ის აზრით ვაქცინაცია რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტებს, ვისაც არ გაუკეთებია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, 53.8% „პფაიზერ-ბიონტექს“ გაიკეთებდა, „სინოფარმს“ - 31.9%, „სინოვაკს“ - 12%, „ასტრაზენეკას“ კი - 3.1%.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით ზრდასრული მოსახლეობის 35,1%-ია აცრილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე