COVID-19

1678788047

Covid-19 როგორც პანდემია წელს დასრულდება - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის  ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია წელს დასრულდება. „დარწმუნებული ვარ, რომ წელს ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ Covid-19 დამთავრდება როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის წინაშე არსებული საფრთხე - და როგორც პანდემია“,- აღნიშნა გებრეისუსმა. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ პანდემიისგან გარკვეული დასკვნები გამოიტანოს, რათა შემდეგი პანდემიების დროს გლობალური პანიკა აღარ განმეორდეს.  აგრეთვე წაიკითხეთ: ✔️ მოზამბიკსა და მალავიში ქარიშხალ „ფრედის“ 100 ადამიანი ემსხვერპლა ✔️ ჩეხეთში აქციის მონაწილეები მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ გამოდიან და უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვენ ✔️ ჰიუსტონში 4 წლის გოგოს 3 წლის დამ ესროლა და მოკლა ✔️ ისრაელში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გაიმართა ✔️ მზად ვარ კიევში წავიდე, მაგრამ მოსკოვში წასვლის პირობით - ორივე ქვეყანაში წავალ ან არცერთში - რომის პაპი
1677500469

კორონავირუსის პანდემია ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შედეგია - აშშ-ი...

Covid 19-ის პანდემია, დიდი ალბათობით,  ინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შედეგია. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნაშია აღნიშნული. ინფორმაციას theguardian.com ავრცელებს. ამ დასკვნის მიხედვით, ვირუსი ლაბორატორიაში ახალ იარაღზე მუშაობის დროს არსებობდა და ის ჩინელ მეცნიერებს შემთხვევით „გაეპარათ“.  დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის „ზომიერად სარწმუნოა“ და 100%-იანი სიზუსტით ამ ვერსიაზე საუბარი, ბუნებრივია შეუძლებელია.აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ანგარიში შეერთებული შტატების 17 წამყვანი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნას ეფუძნება. ალტერნატიული ვერსია, რომელსაც აშშ-ის მეცნიერები კორონავირუსის პანდემიის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებდნენ, ცხოველს (მაგ. ღამურას) უკავშირდებოდა, საიდანაც ვირუსი სხვადასხვა გზით ადამიანებს გადაეცა. 2020 წლის დასაწყისში კორონავირუსის გლობალურ პანდემიას ჯანდაცვის ორგანოები აშკარად მოუმზადებლები შეხვდნენ. მას შემდეგ, ჯანმოს ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად 7 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. მან, ასევე, ეკონომიკის რამდენიმე სფეროს, განსაკუთრებით ტურიზმს, უდიდესი ზარალი მიაყენა.კორონავირუსი პოლიტიკური დებატების საგანიც გახდა. აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას „ჩინურ ვირუსს“ უწოდებდა და ამით ფაქტობრივად, რასობრივი დისკრიმინაციის ინსპირირება მოახდინა. მისი შემცვლელი, ჯო ბაიდენი, პირიქით, ამ თემის პოლიტიზებას ერიდებოდა. პოლიტიზებულია ასევე ეპიდემიის გამომწვევი მიზეზების დადგენის საკითხიც.აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნა 4 წინა თეორიას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით ვირუსი ლაბორატორიიდან ცხოველის ორგანიზმით გააღწია. რაც შეეხება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, მას ამ საკითხზე ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გაუკეთებია და კვლავაც ორ ვერსიას განიხილავს. ორივე ვერსიის ავტორები ერთ დასკვნაზე თანხმდებიან - ვირუსის გაჟონვამდე ჩინურ ლაბორატორიაში ახალი ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობდა.ის, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებში ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსია არსებობს, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმაც განაცხადა.„არსებობს ორი ძირითადი პოზიცია და კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ საბოლოო დასკვნისთვის მეტი ინფორმაციაა აუცილებელი, რომელშიც აშკარად არ არის საკმარისი,“ - განაცხადა სალივანმა.მისივე თქმით, ამ პროცესში ენერგეტიკის დეპარტამენტის ჩართვა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება იყო, რათა ამ რთული საკითხის დასადგენად ყველა რესურსი, ინსტრუმენტი და ძალისხმევა იყოს გამოყენებული.აშშ-ის დაზვერვის პირველი დასკვნის მიხედვით, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში გავრცელდა. ეს ფაქტი 2019 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ვირუსთან დაკავშირებულ კვლევებში მონაწილე სამი მეცნიერი ვირუსით ინფიცირდა. რაც შეეხება ჩინეთის ოფიციალური სტრუქტურების პოზიციას, ისინი უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. ამასთანავე, უჰანში საერთაშორისო კომისიის ჩასვლას და გამოძიების ჩატარებასაც არ თანხმდებიან. ასევე დაგაინტერესებთ:  ✔️ მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას - სააკაშვილი ✔️ პესკოვი - რუსეთი ვერ ხედავს წინაპირობას, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება მშვიდობიანი მიმართულებით მიდის ✔️ რუსეთმა მიაღწია თანამშრომლობის გაფართოებას და ჩაშალა კოლექტიური დასავლეთის გეგმები - ლავროვი ✔️ „საფრთხე დემოკრატიის მშენებლობაში“ - გაერო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს
1676548215

მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე ს...

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების გუშინდელი წერილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რაც არაერთხელ ვთქვი - ევროპაში თავისუფალი მედია აღარ არსებობს და ევროპული მედიასაშუალებები საბჭოთა სტილის ცენზურის ქვეშ მოქმედებენ“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს. როგორც ზაზა შათირიშვილი აღნიშნავს, ანალოგიური ვითარება იყო 2004-12 წლების საქართველოში, სადაც სრული მედიამონოპოლიის პირობებში, ჭიანჭველას სპილოდ ძალიან მარტივად წარმოაჩენდნენ.მისივე თქმით, მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს.„ჩვენ კარგად გვახსოვს ანალოგიური ვითარება 2004-12 წლების საქართველოში, სადაც სრული მედიამონოპოლიის პირობებში, ჭიანჭველას სპილოდ ძალიან მარტივად წარმოაჩენდნენ. რამდენჯერმე ხსნიდნენ ერთი და იგივე გზას თუ საწარმოს და ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოს დავით აღმაშენებლის დროსაც კი არ ჰქონია. ბევრს ემახსოვრება, კლიპებით როგორ გვიჩვენებდნენ აქსის თაუერის მშენებლობას და გვიცხადებდნენ, რომ მისი ფუნდამენტის მოსამზადებლად ლამის ბომბეიმდე უწევდათ მიწის ამოღება, როცა ჯერ მშენებლობა დაწყებულიც კი არ იყო. სხვათა შორის, იმ მშენებლობის დასრულება საბოლოოდ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციის წყალობით გახდა შესაძლებელი. ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიებს გასდევდა კომუნისტური სტილის ყალბი ლოზუნგი - არ შეაჩეროთ მშენებლობა! მონოპოლიური მედიის ნარკოტიკული ზემოქმედება იმდენად ძლიერი იყო, რომ აღმშენებლობის ბუმის ყალბი აღქმის გავლენის ქვეშ ნაცმოძრაობის ათეულობით ათასი ამომრჩეველი დღემდეა დარჩენილი.დღეს, როდესაც გზების, საწარმოების, სასტუმროების თუ სხვა ობიექტების მშენებლობის ტემპი ხუთჯერ და ათჯერ არის გაზრდილი, მოქმედი ხელისუფლება ამით ჭარბად არ ტრაბახობს, რასაც თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი საქართველოში სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საზოგადოება ეჩვევა აზრს, რომ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა არა ხელისუფლების წყალობა, არამედ მისი ვალდებულებაა. მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს. საზოგადოება დააჯერეს, რომ არსებობს თეთრი დასავლეთი და შავი რუსეთი ყოველგვარი შუქ-ჩრდილების გარეშე. სინამდვილეში პოლიტიკა სიბინძურეა, დიდი პოლიტიკა კი - დიდი სიბინძურე.დიდ პოლიტიკაში არ არსებობენ ეშმაკები და ანგელოზები და აქ ყველა მოქმედებს თომას ჰობსისეული პრინციპით - კაცი კაცისთვის მგელია. ყველას კარგად გვახსოვს, რა ამბავი დააწიეს სალომე ზურაბიშვილს, როდესაც მან მხოლოდ ის გაიმეორა, რასაც ნაციონალები ევროსაბჭოს რეზოლუციაში საკუთარი ხელით დაეთანხმნენ - 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ყველაფერი მცირე პროვოკაციებით დაიწყო, თუმცა, როდესაც სააკაშვილმა პუტინი ამ პროვოკაციებზე ვერ წამოაგო, ის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, მძინარე ცხინვალს დაესხა თავს და საქართველოს მიერ აღიარებული მანდატის ქვეშ მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელებიც იმსხვერპლა. ამ ყველაფრის შემდეგ, სრულიად ცხადი გახდა, რომ პუტინი სახის შესანარჩუნებლად ომში ჩაერთვებოდა და სააკაშვილს პასუხს დაუბრუნებდა“, - წერს ზაზა შათირიშვილი.
1676455709

ჯანმომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) SARS-CoV-2-ის ტიპის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მიმდინარე გამოძიება შეაჩერა. შესაბამისი კვლევის პირველი ეტაპი ჯანმოს უკვე დასრულებული ჰქონდა, თუმცა ორგანიზაციამ გამოძიების მეორე ეტაპი გააუქმა. ჯანმოს ექსპერტის, მარია ვან კერხოვის განცხადებით, კოვიდის წარმოშობის გამოძიება ჩინეთში კრიტიკული კვლევის ჩატარების სირთულეების მოტივით შეწყდა. „ჯანმო შესაბამისი სამუშაოების ეტაპობრივად შესრულებას გეგმავდა, მაგრამ ეს გეგმა შეიცვალა. მსოფლიოში არსებული პოლიტიკა ძალიან აფერხებს პროგრესს კორონავირუსის წარმოშობის გაგებაში“, - განაცხადა კერხოვმა.  აგრეთვე დაგაინტერესებთ:  📣 კრაკენი, იგივე XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი? 📣 „ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამზე 📣 მცდარია მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი  - თემურ მიქელაძე
1675529962

„საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნება კორონავირუსის შემთხვევების მცირ...

„ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ძირითადად სტაბილურია, ხოლო COVID გარდაცვალების შემთხვევები მცირედით გაიზარდა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერს. მისივე თქმით, საქართველოში კოვიდის ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება. „27 იანვარს ჯანმომ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. რაც შეეხება SARS-CoV-2-ის ვარიანტებს და სუბვარიანტებს, მსოფლიოში ომიკრონი და მისი სუბვარიანტები კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ შტამად. გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ (Kraken) შეარქვეს. მასზე მოდის შემთხვევათა 60%-ზე მეტი. ეს შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და მათი რაოდენობა იზრდება. ითვლება, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ყველაზე მეტი გადამდებლობით ხასიათდება, თუმცა ამ სუბვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმე სხვა სუბვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს არ აღემატება. თუმცა ის კვლავ რჩება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად. რიგ ქვეყნებში ფიქსირდება COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება, მაგალითად, იაპონიაში ა.წ. 2 თებერვალს COVID-ით 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში CDC-ის მონაცემებით იანვრის უმეტეს დღეებში დღეში საშუალოდ 500-მდე COVID გარდაცვალება ფიქსირდებოდა.ვარაუდობენ, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარეა სტანდარტული ვაქცინის მიმართ. ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინები კი ამ სუბვარიანტისგანაც იცავს, თუმცა ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.ბოლო პერიოდში ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა - CH.1.1, რომელსაც მეტსახელად „ორტრუსი“ (Orthrus) შეარქვეს. ეს სუბვარიანტი პირველად გამოვლინდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამჟამად ძირითადად გავრცელებულია ახალ ზელანდიაში (40%-მდე) და უფრო ნაკლებად დიდ ბრიტანეთში (10%-მდე), აშშ-ში CH.1.1 სუბვარიანტის გავრცელება 1.5%-ია.  ამ სუბვარიანტმა ძირითადად ყურადღება მიიქცია იმით, რომ შეიცავს L45R მუტაციას, რომელიც თავის დროზე ნანახი იყო დელტა შტამში. მართალია, ითვლება, რომ CH.1.1 მაინც ომიკრონის სუბვარიანტია და არ წარმოადგენს ომიკრონის და დელტა შტამის რეკომბინანტს - ასე ვთქვათ „Deltacron”-ს, მაგრამ ვინაიდან ის შეიცავს დელტა შტამისთვის დამახასიათებელ ერთ მუტაციას (L45R), ყურადღებით აკვირდებიან ხომ არ იწვევს ის უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე ომიკრონის სხვა სუბვარიანტები.ჩინეთში, სხვადასხვა წყაროებით, კვლავ ძალიან მაღალია COVID ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ოფიციალურად ზუსტი მონაცემები უცნობია.საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მცირე (დღეში 500-მდე), COVID ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების (300-მდე) და დადებითობის მაჩვენებლის (6-7%-მდე) მატება. თუმცა COVID გარდაცვალების შემთხვევები კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.სადღეისოდ COVID საქართველოში კვლავ იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია, მაგრამ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და საქართველოში არსებული COVID შემთხვევების მატების ტენდენცია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისგან და მოსახლეობისგან მოითხოვს მეტ სიფხიზლეს და პრევენციული ზომების გაძლიერებას, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში.ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მით უმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას. ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ პაქსლოვიდის ან რემდესივირის გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები.რაც შეეხება სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მათი სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და შეესაბამება სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს. რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით და არა COVID-ის გამომწვევი კორონავირუსებით ინფექციები.კვლავ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) იმართება ძალიან კარგად, რაზედაც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ-ში CDC-ის მონაცემებით ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილიანობის 17 000 შემთხვევა, მათ შორის 97 ბავშვი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება თვითდამშვიდებას მივეცეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.  აგრეთვე წაიკითხეთ: 👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე 👉 „ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“ - გიორგი ფხაკაძე 👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე 👉 „ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი 👉კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის
1673873341

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს, ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს და...

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5 ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადამდებლობა, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს“, - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.  👉 რა სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს და როგორ მიმდინარეობს დაავადება? - ივანე ჩხაიძის განმარტებამისი თქმით, „ომიკრონს“ არ ახასიათებს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც იყო დელტას დროს.ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ  კრაკენს შეუძლია, სამყაროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას და პანდემიის დასრულება, გარკვეულწილად, შეაფერხოს.„მუტაციის შედეგად წარმოქმნილი შტამები არ წარმოადგენენ საფრთხეს. „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს XBB.1.5-ს,  ე.წ. კრაკენს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადამდებლობა, ვიდრე „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს. აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში მასზე ძალიან დიდი ყურადღებაა მიპყრობილი და მიჩნეულია, რომ მას შეუძლია, სამყაროს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას და პანდემიის დასრულება, გარკვეულწილად, შეაფერხოს.👉 კრაკენი -  რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?რაც შეეხება მის გავრცელებას, ის რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია ამჟამად გავრცელებული. თეორიულად, რა თქმა უნდა, დასაშვებია, რომ შესაძლებელია, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც გავრცელდეს, ამაში რაიმე საშიშროებას და საგანგაშოს ვერ ვხედავ. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები და მიწოდებები, რასაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“  ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის აკეთებს. როგორც მოსახლეობა, ასევე, ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა შეხვდეს, იმიტომ, რომ ჩვენ „ომიკრონის“ შტამებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს.ვიცით, რომ „ომიკრონს“ არ ახასიათებს ისეთი მძიმე მიმდინარეობა, როგორიც იყო დელტას დროს. ახალ შტამებზეც არის მსგავსი მონაცემები, რომ კლინიკურად ის არ განსხვავდება დიდად „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან. განსაკუთრებული საშიშროების შექმნა მას რამდენად შეუძლია, ეს ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უბრალოდ, მისი მთავარი ცუდი მახასიათებელი, რის გამოც არის საყურადღებო და  შემაშფოთებელ შტამად არის აღიარებული, არის ის, რომ სხვა დანარჩენ შტამებზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება“, - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.  აგრეთვე წაიკითხეთ: 👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე 👉 „ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“ - გიორგი ფხაკაძე 👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე 👉 „ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი 👉კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის
1673870732

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს და როგორ მიმდინარეობს დ...

რა მახასიათებლები და სიმპტომები აქვს კორონავირუსის ახალ ვარიანტს და როგორ მიმდინარეობს დაავადება - ამ საკითხებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.  👉 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი „კრაკენი“ გავრცელების და გადადების მაღალი ტემპით გამოირჩევა და ის მოსახლეობაში სწრაფად ვრცელდება. ჩხაიძის თქმით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი ჯერჯერობით საქართველოში არ დაფიქსირებულა. „ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ცირკულირებს მსოფლიოში, ერთ-ერთ ქვევარიანტს წარმოადგენს და არ არის სრულიად ახალი მუტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თუ ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი არსებობს, ამის უკან უნდა იდგეს არამხოლოდ უფრო მეტად გადამდები, არამედ მეტად მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი ვარიანტი, რაც ნამდვილად არ არის „ომიკრონის“ ეს ვარიანტი. მას სამედიცინო ენაზე XBB.1.5 ჰქვია, სხვა ტერმინით ხშირად „კრაკენის“ სახელით მოიხსენიებენ.როდესაც ახალ ქვევარიანტზე ვსაუბრობთ, ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით, იმისათვის, რომ ეს ქვევარიანტი გახდეს შეშფოთების ვარიანტის კატეგორიის მას უნდა ჰქონდეს 3 თვისება:1️⃣ უნდა იყოს უფრო მეტად, იოლად გადამდები2️⃣ უფრო მძიმე დაავადებას უნდა იწვევდეს3️⃣ ვაქცინის მიმართ რეზისტენტული, მდგრადი უნდა იყოსამ 3 თვისებიდან „ომიკრონის“ ამ ახალ ქვევარიანტს მხოლოდ პირველი ახასიათებს. დადასტურებულია, რომ ის არის დღემდე არსებულ „ომიკრონის“ ყველა მუტაციას შორის ყველაზე იოლად და სწრაფად გადამდები ვარიანტი. შესაბამისად, სიმძიმე და საფრთხე, რაც მომდინარეობს ამ ქვევარიანტისგან ეხება მხოლოდ და მხოლოდ სწრაფ და იოლ გავრცელებას. დღეისთვის ის დაფიქსირებულია მსოფლიოს 38 ქვეყანაში. ასევე, დაფიქსირებული არის ევროპაშიც.  ჯერჯერობით „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“ არ გვაძლევს ინფორმაციას, რომ საქართველოში ეს ქვევარიანტი დაფიქსირდა, თუმცა, ამის მოლოდინი ნამდვილად არსებობს.ჯანმო აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს, რომ ეს ვარიანტი შეშფოთების ვარიანტად შეფასდეს, ვინაიდან არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და გარკვეულწილად ვაქცინები მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს განსაკუთრებით ბივალენტურ ვაქცინებს ეხება, რომელიც შეიცავს, როგორც „ომიკრონის“ ერთ-ერთ ვარიანტს, ასევე, ორიგინალ ჩინური ვირუსის ვარიანტსაც. თუ თქვენ კორონავირუსი გადატანილი გაქვთ 2022 წლის ივლისამდე, ამ ქვევარიანტის  მიმართ რეზისტენტობა  ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ, ახალი ბივალენტური ვაქცინით ან გაკეთებული გაქვთ ბუსტერ დოზა სექტემბრის შემდგომ პერიოდში, თქვენი დაცვა გარკვეულწილად ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. შესაბამისად, ერთი რეკომენდაცია, რასაც ჯანმო აღნიშნავს - თუ გვინდა ამ ქვევარიანტისგან თავი დავიცვათ, ეს არის ბუსტერ დოზით ვაქცინირება, მესამე, ან მეოთხე დამატებითი დოზით, გააჩნია რომელ ასაკობრივ კატეგორიას ეკუთვნით და როგორია თქვენი აცრის სტატუსი, ან ბივალენტური ვაქცინა, რომელიც გარკვეულწილად ამ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პრესკონფერენციაზე დაავადების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადების მიმდინარეობა „ომიკრონის“ მსგავსია. „რაც შეეხება დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას, მისი  მიმდინარეობა მსგავსია „ომიკრონისა“. არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, არ მოქმედებს ფილტვებზე. ეს არის ის თვისებები, რომელიც ჰქონდა „ომიკრონამდე“ ყველაზე მძიმე „დელტა“ ვარიანტს. განსხვავებით „დელტასაგან“ „ომიკრონის“ ეს მუტაცია არ გამოირჩევა განსაკუთრებული კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმით. მას არ შეუძლია ისეთივე დიდი ტალღის შექმნა, როგორც ეს დელტას შტამს მოჰყვა. საქართველოში თუ დაფიქსირდა და დიდი ალბათობით ამის რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, ყველაზე მეტი, რაც შეიძლება გამოიწვიო, ინფიცირების შემთხვევების მატება, ოღონდ ეს ინფიცირების შემთხვევები  არ იქნება მძიმე  არ იქნება საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა. თუმცა,  განსაკუთრებულ ჯგუფებში - 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში, ქრონიკული დაავადებების  მქონე პირებში, ნებისმიერი ქვევარიანტი, მათ შორის „კრაკენიც“ გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს“, - დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. აგრეთვე წაიკითხეთ: 👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე 👉 „ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“ - გიორგი ფხაკაძე 👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე 👉 „ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი 👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები
1673774781

ჩინეთში დეკემბრის დასაწყისიდან კორონავირუსით 60 000 ადამიანი დაიღუპა -...

ჩინეთში 60 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა კოვიდისგან მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოულოდნელად შეწყვიტა მკაცრი „ნულოვანი კოვიდ“ პოლიტიკა დეკემბრის დასაწყისში. ამის შესახებ ჯანდაცვის ეროვნული კომისიის (NHC) სამედიცინო წარმომადგენელმა განაცხადა.ჯიაო იაჰუიმ, NHC-ის სამედიცინო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ჩინეთში დაფიქსირდა 59 938 კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილი 8 დეკემბრიდან 12 იანვრამდე.დაღუპულთაგან 5 503 შემთხვევა გამოწვეული იყო კოვიდ ინფექციით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით, ხოლო 54 435 ადამიანი იყო ინფიცირებული Covid-ით, რომელთაც ჰქონდათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ასევე დაგაინტერესებთ: 👉 „აქედან რომ ჩაერთოს პროცესზე, ამასაც ვერ შეძლებს, ჩემი აზრით“ - გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მძიმედაა 👉 „შესაძლებელია თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება სხვა გზით, გარდა ბრძოლის ველისა? სამწუხაროდ, არა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი 👉 „მხოლოდ ერთი რამ მინდა - ყველა რუსმა ნაძირალამ დაინახოს ის, რაც მე საკუთარი თვალით ვნახე“ - დნიპროს მერი 👉 „მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა“ - სალომე ზურაბიშვილი დნიპროზე რუსეთის თავდასხმაზე 👉 დიდი ბრიტანეთი უკრაინას Apache თავდასხმის ვერტმფრენებს გადასცემს - მედია
1673461355

„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს...

„ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. 👉 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?მისი თქმით, „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი მაღალი გადამდებლობით და გავრცელებით ხასიათდება. „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი „კრაკენი“ თითქმის იგივეა, რაც „ომიკრონი“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე მეტად გადამდები კოვიდ ვარიანტი. „ომიკრონის“ XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“, არის საფრთხის შემცველი. აშშ ეს ვარიანტი პრაქტიკულად დომინანტი გახდება ამ თვის ბოლოს. ახალი ვარიანტი XBB1.5 საქართველოშიცაა. „კრაკენი“ დღემდე ცნობილ ვარიანტებზე სწრაფად ვრცელდება და მრავლდება. ეს ახალი ვარიანტი სახუმარო არ არის, ფრთხილად იყავით.ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“ ინფიცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას დააკრაკენებს.საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი გამოწვევისთვის მზად არ არის. მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტური კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.ჩინეთში, საიდანაც ეს ახალი ვარიანტი გავრცელდა, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. რეანიმაციაში ადგილები არ აქვთ, ხალხი დერეფნებში წევს. კოვიდსიკვდილიანობა 10 000 ადამიანს აღწევს დღეში.მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია „მოდერნის“ და „ფაიზერის“ ბივალენტური ვაქცინები. ეს ვაქცინები საქართველოში არ არის და არც იქნება, ევროპაში კი ეს ვაქცინები ხელმისაწვდომია“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.  აგრეთვე წაიკითხეთ: 👉 ქვეყანაში ძირითადად „ღორის გრიპი“ ცირკულირებს - ივანე ჩხაიძე 👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე 👉 კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე 👉„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი 👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები
1673457320

მსოფლიოში ფიქსირდება როგორც COVID ახალი შემთხვევების ზრდა, ისე COVID გ...

„საახალწლო დღეებში გაზრდილი მობილობის და სოციალური აქტივობების მიუხედავად საქართველოში შენარჩუნებულია სტაბილურად კარგი COVID ეპიდსიტუაცია. COVID კვლავ წარმატებით იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ცერცვაძე წერს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  ინფიცირების შემთხვევები მცირედით გაიზარდა. „ბოლო ერთი თვის მონაცემებით საქართველოში COVID გარდაცვალება კვლავ შენარჩუნებულია მინიმალურ ნიშნულზე. ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 1 კვირაში მცირედით გაიზარდა, მაგრამ არ აღემატება დღეში 200-300 შემთხვევას.დღეში საშუალოდ კეთდება 6-7 ათასი ტესტი COVID-ზე, დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ის ფარგლებშია. ბოლო 9 თვის მანძილზე, მათ შორის ბოლო 1 თვის მანძილზე ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად (10-ჯერ და მეტად) ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. ცერცვაძის თქმით, საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციებიც კარგად იმაართება.„ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების სიმრავლისა და კლინიკების გადატვირთვის მიუხედავად, ეს ინფექციებიც ძალიან კარგად იმართება და სეზონზე ჯერ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. მაგალითისთვის, აშშ-ში CDC-ის ოფიციალური მონაცემებით იგივე პერიოდში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 14000 შემთხვევა.ამავე დროს ბოლო პერიოდში მსოფლიოში ფიქსირდება COVID ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციები, რაც შეიძლება რისკების შემცველი იყოს საქართველოსთვისაც. ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ გაკეთდეს დეტალური ანალიზი და დროულად იქნეს მიღებული საპასუხო ზომები (ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ამაზე უკვე მუშაობს). ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული COVID სიტუაცია შევინარჩუნოთ და მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს.კერძოდ, ბოლო დღეებში მსოფლიოში ფიქსირდება როგორც COVID ახალი შემთხვევების ზრდა (500 ათასზე მეტი დღეში), ისე განსაკუთრებით COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება (1600 გარდაცვალებაზე მეტი დღეში). ა.წ. 6 იანვარს მარტო იაპონიაში დაფიქსირდა COVID-ის 245 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 456 გარდაცვალება, აშშ-ში - 30 ათასი ახალი შემთხვევა და 220 გარდაცვალება, ისრაელში - 1386 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვალება და ა.შ“, - აღნიშნავს ცერცვაძე.ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა ომიკრონის ახალი სუბვარიანტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კიდევ უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება.„საყურადღებოა აგრეთვე, რომ აშშ-ში დომინანტური ხდება ომიკრონის ახალი სუბვარიანტი XBB.1.5, რომელიც ხასიათდება ომიკრონის წინამორბედ სუბვარიანტებზე კიდევ უფრო მეტი გადამდებლობით და გარდა ამისა, შესაძლოა ეს სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარე იყოს არამარტო სტანდარტული ვაქცინის, არამედ ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინის მიმართაც.ეს იმიტომ, რომ XBB.1.5 არის BA.2-ის სუბვარიანტი მაშინ, როდესაც განახლებული ბუსტერ ვაქცინები ძირითადად გათვლილი იყო ომიკრონის BA.4 და BA.5 სუბვარიანტებზე. XBB სუბვარიანტი დაფიქსირდა ჩინეთშიც, თუმცა მისი გავრცელება არ მომხდარა და ჩინეთში კვლავ დომინირებს BA5.2 და BF.7 სუბვარიანტები. XBB.1.5-ის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა მისი გავრცელება ჯერჯერობით არ მომხდარა.საქართველოში XBB.1.5 სუბვარიანტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და დომინანტურად კვლავ რჩება BA.5 სუბვარიანტი.ცალკე თემაა COVID-ის გავრცელება ჩინეთში. ეს ქვეყანა ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს, მაგრამ სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროების მიხედვით ჩინეთში ყოველდღიურად ფიქსირდება რამდენიმე ათეული მილიონი COVID ახალი შემთხვევა და დაახლოებით 9000 COVID გარდაცვალება! ჯანმომ უკვე მიმართა ჩინეთს თხოვნით, რომ რეგულარულად გამოაქვეყნონ ზუსტი რიცხვები, რათა შესაძლებელი იყოს რისკების შეფასება და მათზე რეაგირება. ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნება საქართველომ გააძლიეროს COVID კონტროლი საზღვარზე (COVID-ზე ტესტის შედეგის მოთხოვნა და სხვ.) ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე.რამდენადაც საქართველოში სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების შემთხვევების სიხშირე მაღალია და მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების მიხედვით (ტესტირების გარეშე) COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირმა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული ინფექციის კლინიკური გამოვლინებები, პირველივე დღეებში (სასურველია პირველივე დღეს) აუცილებლად  ჩაიტაროს ტესტი COVID-ზე და დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და შეასრულოს მისი რეკომენდაციები.ამით ძალიან მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილებთ დაავადების დამძიმებას, ჰოსპიტალიზაციას და რაც მთავარია არასახარბიელო გამოსავალს. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ ბოლო თვეების მანძილზე იმ COVID ავადმყოფებში, რომლებმაც დროულად ჩაიტარეს ტესტირება და ჩვენების არსებობის შემთხვევაში დროულად დაიწყეს მკურნალობა ანტივირუსული მედიკამენტებით - პაქსლოვიდით ან რემდესივირით, COVID გარდაცვალების პრაქტიკულად არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივმართავ ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ COVID-ზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, რესპირაციული ინფექციებით ავადმყოფებში ფართოდ გამოიყენონ გრიპზე ტესტირება და ჩვენებების შემთხვევაში გამოიყენონ სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტი - ოსელტამივირი (ტამიფლუ). ეს საშუალებას მოგვცემს მაღალი ალბათობით თავიდან ავიცილოთ პაციენტების დამძიმება, გართულებები და რაც მთავარია არასახარბიელო გამოსავალი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.შიდსის ცენტრის დირექტორმა, ასევე, „ლელოს“ წევრ ვატო სურგულაძეს მიმართა. ცერცვაძემ მას 2009-2010 წლები შეახსენა, როდესაც სურგულაძე ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში მარტო გრიპისგან სეზონზე სულ ცოტა 50 გარდაცვალება ფიქსირდებოდა:„ანგაჟირებული ტელევიზიები და ჩასაფრებული ე.წ. ვაი ექსპერტები, რომელთაც სიკვდილი ურჩევნიათ იმის აღიარებას, რომ დღეს საქართველოში და კონკრეტულად ჯანდაცვაში რაიმე კარგად კეთდება. პერიოდულად ისევ ტეხენ ხმაურს იმაზე, რომ საქართველო „წალეკა“ რესპირაციულმა ინფექციებმა, კლინიკები გადატვირთულია, ავადმყოფებს უკან აბრუნებენ (დიდი ტყუილი), ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი შეხვდა ყველაფერ ამას და ა.შ.ერთ-ერთი ამ „ექსპერტთაგან“ ბ-ნი ვატო სურგულაძე უფრო შორს წავიდა და აცხადებს, რომ „ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ იცის, რას აკეთებს“?! ოჯახის ექიმის ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობს?! უფრო მეტიც - „საქართველოში ჯანდაცვა საერთოდ არ არსებობს“?! აი ასე - არც მეტი, არც ნაკლები.საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა? მინდა მათ შევახსენო, რომ რესპირაციული ინფექციების სიმრავლე ბუნებრივი პროცესია და არაფერი აქვს საერთო ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობასთან. პირიქით - სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა რესპირაციული ინფექციების სეზონურ მატებას, ჩვენთან კლინიკებია გადატვირთული და არა კრემატორიუმები, როგორც ეს ზოგ ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებში ხდება.იქნებ ვინმემ შეძლოს აგვიხსნას, ამაზე უკეთ როგორ შეიძლებოდა მომზადებულიყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და მსოფლიოს რომელმა განვითარებულმა ქვეყნებმა შეძლეს დაედოთ საქართველოზე უკეთესი შედეგი ამ მიმართულებით. ხოლო ბ-ნ ვატო სურგულაძეს ცალკე მინდა მივმართო. ბატონო ვატო, თქვენ ხომ მაინც არც ინტელექტი გაკლიათ და არც პროფესიონალიზმი.რას კადრულობთ? არ გეშინიათ, რომ ამდენი ტყუილებისგან პინოქიოსავით ცხვირი გაგეზარდოთ და თან იმდენად, რომ ვეღარ ზიდოთ? ისე, მინდა შეგახსენოთ, რომ 2009-2010 წლების გრიპის ეპიდემიის დროს, როცა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი თქვენ ბრძანდებოდით, მარტო გრიპისგან სეზონზე სულ ცოტა 50 გარდაცვალება გვქონდა.C ჰეპატიტისგან ასობით და ათასობით ავადმყოფი იღუპებოდა, ხოლო სამედიცინო სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა შეუდარებლად დაბალი იყო და საერთოდ დღევანდელი და მაშინდელი საქართველოს მედიცინა ცა და დედამიწაა. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რასაც თქვენ ამბობთ, ტყუილიც აღარ არის, უბრალოდ მკრეხელობაა“, - წერს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი. აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 📣 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის? 📣 კრაკენი, იგივე XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი? 📣 კორონავირუსის ფარული ზამთრის ტალღა - BBC 📣 მცდარია მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი  - თემურ მიქელაძე