მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

ზაზა წერეთელი ახალ მუტაციაზე
1637956437
COVID-19

„მაშ ასე ახალი შტამის სახელია „ომიკრონი“ და ის შეშფოთების ვარიანტად იქნა დასახელებული „variant of concern“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც  ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი წერს, მისი მთავარი პრობლემაა გავრცელების სისწრაფე (იხილეთ გრაფიკი) და მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამის პირობებში და 500 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი. 

„ევროკავშირმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რომ შეწყვიტოს სამხრეთ აფრიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან მგზავრების მიღება. უკან დაბრუნება შეუძლიათ მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ მიუხედავად თავის ვაქცინაციის სტატუსისა ყველას მოუწევს კარანტინი.

ევროკავშირმა, ასევე, მოუწოდა თავის წევრ ქვეყნებს სასწრაფოდ გაზარდოს დარჩენილი ვაქცინაციის ტემპი და გაამკაცროს წესები, პირბადეების ტარებასა და რაც მთავარია სახლიდან მუშაობაზე, მაშინ როცა ამის შესაძლებლობა არის (სხვათა შორის, საქართველომ სრულიად უგულებელყო ეს მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს და თითქმის არ გამოუყენებია დისტანციურად მუშაობის მანდატორული მოთხოვნა)

ასეთი ამბები მსოფლიოში...კიდევ კარგი საქართველოს არ ანაღვლებს კოვიდი“, - წერს ზაზა წერეთელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫  რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსის“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე

⚫  21-ე საუკუნე შეიძლება ახალწარმოქმნილი სხვა ვირუსული ან არავირუსული ინფექციების გაჩენის საუკუნე გახდეს - ამირან გამყრელიძე

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება