მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იგეგმება თუ არა ვაქცინაციის ორი დოზის შემდეგ ბუსტერამდე პერიოდის შემცირება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1638354686
COVID-19

იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, ბუსტერ დოზის შემდეგ მიღებული იმუნური პასუხი „ომიკრონის“ წინააღმდეგ საკმარისი უნდა აღმოჩნდეს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 6 თვიანი პერიოდის შემცირება იქნება.

როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩხაიძემ განაცხადა,  სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინაციის შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან 3 თვეში შესაძლებელი იქნება ბუსტერის გაკეთება, ხოლო ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინის შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის ნაცვლად პერიოდი შემცირდება 5 თვემდე. 

„ეს არის რეაგირების ერთ-ერთი ფორმა, რაც „ომიკრონის“ გავრცელებას მოჰყვა მთელ მსოფლიოში. ყველა ქვეყანამ გარკვეული ღონისძიებების პაკეტი შეიმუშავა, რათა მზად იყოს ამ ვარიანტის გავრცელებისთვის. 

ის გადაწყვეტილება, რასაც ჯანმო გვთავაზობს ეს არის ბუსტერ დოზების გააქტიურება. ვინაიდან ბუსტერ დოზის შემდეგ მიღებული იმუნური პასუხი საკმარისი უნდა აღმოჩნდეს „ომიკრონის“ წინააღმდეგ. ამიტომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება 6 თვიანი პერიოდის შემცირება. 

დღეისათვის იცით, რომ ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინის შემთხვევაში 6 თვიანი პერიოდი გვაქვს აღებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ჩვენი რეკომენდაციაა ეს პერიოდი შემცირდეს 5 თვემდე. 

თუ სინოფარმსა და სინოვაკს ვიყენებდით პირველ და მეორე დოზად, აქ ორი განსხვავებული მიდგომა გვქონდა, 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს პერიოდი სამი თვე იყო, ხოლო 60 წლამდე იყო 6 თვე. 

ამიტომ შეიცვლება, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინაციის შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან 3 თვეში შესაძლებელი იქნება ბუსტერის გაკეთება, ხოლო ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინის შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის ნაცვლად პერიოდი შემცირდება 5 თვემდე. 

1-ელ ნაბიჯად ეს არის განსაზღვრული, თუ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოჩნდება შესაძლებელია 5 თვიანი პერიოდის კიდევ უფრო მეტად შემცირება, მაგრამ ქვეყნის პირველი რეაგირება იქნება  3 თვიანი სინოფარმი და სინოვაკი, ასტრაზენეკასა და ფაიზერის შემთხვევაში 5 თვიანი ინტერვალი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ბუსტერ დოზაზე“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე