მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC

კორონავირუსის შტამი „ომიკრონი
1638003040
COVID-19

მსოფლიოს მეცნიერები, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია და ქვეყნის მთავრობები შეშფოთებულები არიან კორონავირუსის ახალი შტამის ომიკრონის გავრცელებით. ბოლო დრომდე ამ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ბოლო დღეს კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, ისრაელსა და ბელგიაში. ექსპერტები შიშობენ, რომ მთელ მსოფლიოში ახალი შტამის გავრცელება შეიძლება გარდაუვალი გახდეს. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი ვარიანტით დაავადების 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა სამხრეთ აფრიკის პროვინცია გაუტენგშია გამოვლენილი, ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანაში.

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი დიდი ალბათობით უკვე ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზეა.

დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა ფრენები აფრიკის ექვს ქვეყანასთან - სამხრეთ აფრიკასთან, ბოტსვანასთან, ნამიბიასთან, ლესოტოსთან, ზიმბაბვესთან და ესვატინთან. აფრიკის ქვეყნებთან ფრენების აკრძალვის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმაც გააკეთა.

ჯანმომ 26 ნოემბერს ახალი საფრთხის გამო საგანგებო შეხვედრა ჩაატარა, რომლის დროსაც ვარიანტს ბერძნული სახელი „ომიკრონი“ მიენიჭება - ალფას, ბეტას და დელტას მსგავსად. ახალი ვარიანტის ოფიციალური ნომერია B.1.1.529.

მეცნიერთა აზრით, ახალ ვარიანტში მუტაციების რაოდენობა ძალზე მაღალია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტში ამდენი მუტაცია არ დაფიქსირებულა.

ომიკრონი - რა არის ცნობილი ახალი შტამის შესახებ?

სამხრეთ აფრიკელ მეცნიერთა აზრით, „ომიკრონის“ შტამი ძალიან განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.

„ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური გზა, დაახლოებით 50-მდე მუტაციის ეტაპი გაიარა“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე პროფესორმა ტულიო დე ოლივეირამ, სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა 

50 მუტაციიდან დაახლოებით 30-მა იმოქმედა ეგრეთ წოდებულ სპაიკის პროტეინზე - ანუ ნივთიერებაზე, რომლის მეშვეობით ვირუსი ადამიანის უჯრედებში შეღწევას ახერხებს. 

მაგრამ ეს არ არის ახალი შტამის ყველაზე საშიში თვისება, ამბობენ მეცნიერები, რადგან ვაქცინების უმეტესობა სწორედ ამ სპაიკების განეიტრალებას ახერხებს.

ვირუსის კიდევ ერთმა ნაწილმა, რომელიც ორგანიზმთან კონტაქტში მას შემდეგ შედის, რაც პროტეინმა უჯრედისკენ გზა გაუხსნა, ახალ ვარიანტში 10 მუტაცია განიცადა. შედარებისთვის, დელტას ვარიანტში ვირუსის ამ სეგმენტმა მუტაცია ორჯერ განიცადა.

რამდენად საშიშია B.1.1.529?

მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური მუტაცია სულაც არ არის საშიში ადამიანისთვის, ექსპერტების თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ ვირუსისგან, რომელიც უჰანში დაფიქსირდა და რომელმაც  პანდემია გამოიწვია.

ეს ნიშნავს, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები შეიძლება საკმარისად ეფექტიანი არ აღმოჩნდეს B.1.1.529-ის წინააღმდეგ.

კერძოდ, ზოგიერთი მუტაცია შეუძლებელს ხდის ანტისხეულების მიერ ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ისევე მარტივად ამოცნობას, როგორც აქამდე იყო.

მეცნიერები შიშობენ,  რომ ახლა ვირუსს გავრცელების უფრო ფართო შესაძლებლობები გააჩნია. ახალმა შტამმა, როგორც ჩანს, ადამიანის იმუნური სისტემის ზოგიერთი მექანიზმის გვერდის ავლა ისწავლა, რაც ბოლო დრომდე ვირუსის საკმაოდ ადვილად ამოცნობის საშუალებას ქმნიდა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა კორონავირუსის ახალი ვარიანტი ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაღალი პროცენტია.

ასევე გაურკვეველია, რამდენად უფრო მძიმე ან მარტივია ახალი შტამის კლინიკური მიმდინარეობა დელტა შტამით ინფექციასთან შედარებით.

ლაბორატორიული კვლევები გრძელდება. მათ დასრულებამდე ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, გააძლიერონ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და რეგულარულად მიაწოდონ სტატისტიკა B.1.1.529-ის გავრცელების შესახებ.

ომიკრონი - რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ შტამს?

ანჟელიკ კოეტზე არის პირველი სამხრეთაფრიკელი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინა და ამის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა.

ექიმმა პირველად ახალი ვარიანტის შესახებ მაშინ ივარაუდა, როდესაც პრეტორიაში, საკუთარ კლინიკაში კოვიდპაციენტებს უჩვეულო სიმპტომები დაუფიქსირდათ.

ექიმის თქმით, პაციენტებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდათ უენერგიობა და 6 წლის ბავშვი, რომელსაც პულსი ძალიან ჰქონდა აჩქარებული. არცერთ პაციენტს არ აღენიშნებოდა გემოვნების ან ყნოსვის დაკარგვა, რაც Covid-ის საერთო ინდიკატორია.

„ომიკრონის“ სიმპტომები განსხვავებულია, თუმცა მსუბუქი“, - აღნიშნავს სამხრეთაფრიკელი ექიმი.

ანჟელიკ კოეტზეს ცნობით, კოვიდპაციენტს აღენიშნებოდა ახალი ვარიანტის სიმპტომები. უმეტესი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცები არიან, რომელთაც დაღლილობა აღენიშნებოდათ. მათგან დაახლოებით ნახევარი არავაქცინირებული იყო.

ექიმი აცხადებს, რომ ახალმა ვარიანტმა შეიძლება კვლავ დააზიანოს ხანდაზმული ადამიანები, თანმხლები დაავადებებით, როგორიცაა დიაბეტი ან გულის დაავადება.

„ყველაზე მეტად იმაზე ვღელავთ, რომ ასაკოვანი ან არავაქცინირებული ადამიანები დაავადდებიან ახალი ვარიანტით. არავაქცინირებულებში ბევრი ადამიანი დამძიმდება“, - აცხადებს ექიმი.

რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს?

🔴 პულსის აჩქარება

🔴 უკიდურესი დაღლილობა

🔴 უენერგიობა

🔴 მაღალი ტემპერატურა

ომიკრონს არ აღენიშნება

🔵 გემოვნების დაკარგვა

🔵 ყნოსვის დაკარგვა

ამავე თემაზე:

📣 მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

📣 „ახალი ვარინტი სწრაფი გავრცელებით და საშიში მუტაციებით გამოირჩევა“ - თამარ ჟამურაშვილი

📣 გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები - ევროპაში Covid 19-ის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა