მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გვჯერა, რომ ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ მუშაობს“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

BioNTech-ის ხელმძღვანელი უგურ შაჰინი
1638343635
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის, BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უღურ შაჰინმა „ომიკრონის“ შტამის შესახებ საუბრისას ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

მისი თქმით, „ომიკრონის“ ვარიანტმა შეიძლება უფრო მეტი ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირება გამოიწვიოს, თუმცა ისინი ავადმყოფობის გართულებებისგან დაცულები იქნებიან. 

შაჰინმა აღნიშნა, რომ ახალი ვარიანტის მუტაციების უფრო დიდი რაოდენობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ომიკრონი“ შეძლებს სხეულის T-უჯრედების იმუნურ დაცვაზე გვერდის ავლას.

„ჩვენი გზავნილი არის: შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გეგმა იგივე რჩება, დააჩქარეთ „ბუსტერის“ ადმინისტრირება. ჩვენი რწმენა, რომ ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ მუშაობს, ფესვგადგმულია მეცნიერებაში: თუ ვირუსი აღწევს იმუნურ სისტემაში, ის თავს აღწევს ანტისხეულებს, მაგრამ არსებობს იმუნური პასუხის მეორე დონე, რომელიც ორგანიზმს იცავს მძიმე დაავადებისგან - T-უჯრედები.

ჩვენ გვაქვს ადამიანების ბუსტერი დოზით აცრის გეგმა, უნდა მივყვეთ მას და დავაჩქაროთ ის. დაგვჭირდება თუ არა დამატებითი დაცვა ადაპტირებული ვაქცინით, ეს მოგვიანებით გასარკვევია“, - განაცხადა უღურ შაჰინმა. 

ინფორმაციისთვის, ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC