მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არესტოვიჩმა განმარტა, რატომ სძულს კრემლს „აზოვის“ ბატალიონი

 რატომ სძულს კრემლს „აზოვის“ ბატალიონი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განმარტა, რატომ სძულს კრემლს „აზოვის“ ბატალიონი.

„აზოვის პრობლემა ისაა, რომ რუსებს აქვთ პირადი სიძულვილი მათ მიმართ. რუსეთის რეჟიმისთვის ისინი წარმოადგენენ ყველაფერს, რაც მათ სძულთ, რასაც ებრძვიან. ნაციონალურმა ბატალიონმა, უფრო მეტიც, ძალიან მოტივირებულმა, ბევრი სისხლი დაღვარა მათთვის და იდგნენ ბოლომდე. ისინი პუტინის მთელი რეჟიმის იდენტიფიკაციის უმნიშვნელოვანეს პუნქტს ურტყამდნენ და ამბობდნენ: „გზა მხოლოდ ერთია - ან მოკვდე, ან თაყვანი სცე“, - აზოვმა კი არცერთი არ გააკეთა“, - განმარტა არესტოვიჩმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის თქმით, კრემლის რეჟიმი ცდილობს აზოველები წარმოაჩინონ გატეხილი და მიტოვებული, როგორც მათი ხელმძღვანელობის, ასევე, უკრაინის მიერ.

„მათ უნდა გათელონ სახელი „აზოვი“ და თავად „აზოვი“, რომ ფიზიკურად გაქრეს. მაშინ აქ სრული და არაკვალიფიციური მორალური გამარჯვება ექნებათ. უკრაინა და საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ  კრემლმა „აზოვის“ ბატალიონი ვერ გათელოს“, - დასძინა არესტოვიჩმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი

✔️ ჯერემი კორბინი დასავლეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო