მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან

„რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით, რომელმაც 2014 წელს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა დაგეგმა და მოახდინა მოსკოვის პროვოცირება საკუთარი საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მოახლოებით,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ევროპაში არსებული ვითარება გამოწვეულია ნატოს აგრესიული თავდასხმითა და ალიანსის მიახლოებით რუსეთის საზღვრებთან.

რუსი ოფიციალური პირის თქმით, ვითარება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მწიფდებოდა და აიძულა რუსეთი მიეღო ზომები.

პესკოვმა, ასევე, დაადანაშაულა ნატოს ქვეყნები უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში.

„ნამდვილი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში, ეს ალბათ, ის გადატრიალებაა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს მოხდა და რომელსაც რეჟისორობა ნატოს წევრმა ქვეყნებმა გაუწიეს, მიუხედავად გარანტიებისა, რომლებსაც იძლეოდნენ რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აქედან ჩნდება საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ჯერემი კორბინი დასავლეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო ოთხი კომპონენტი დაასახელა

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო

✔️ გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?