მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯერემი კორბინი დასავლეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

ბრიტანელი პოლიტიკოსი

ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა ლიდერმა ჯერემი კორბინმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ უკრაინის შეიარაღება.

„იარაღით გავსება გამოსავლამდე არ მიგვიყვანს, ის მხოლოდ გაახანგრძლივებს და გააფართოებს ამ ომს. უკრაინაში ომი შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს“, - აცხადებს ბრიტანელი პოლიტიკოსი.

ბრიტანელმა პოლიტიკოსის თქმით, ეს ომი დამღუპველია უკრაინის ხალხისთვის.

„გულდასაწყვეტია, რომ თითქმის არცერთი მსოფლიო ლიდერი არ იყენებს სიტყვა მშვიდობას. ისინი ყოველთვის იყენებენ უფრო მეტი ომის ენას და უფრო აგრესიულ ომს. ეს ომი დამღუპველია უკრაინისთვის და რუსი ხალხისთვის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, მეტი ძალისხმევაა საჭირო მშვიდობისთვის“, - აღნიშნა კორბინმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ რა არის ტაივანი და რატომ სურს იგი ჩინეთს?

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო

✔️ ვაშინგტონი უშუალოდ არის ჩართული უკრაინის კონფლიქტში - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

✔️ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ - ენტონი ბლინკენი