მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

რუსეტის პრეზიდენტი

პუტინი ცოცხალია? - ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლიანი დიქტატორი შეიძლება, უკვე მკვდარია და მის როლს ე.წ. დუბლიორები ასრულებდნენ.

კირილ ბუდანოვის თქმით, პუტინი თითქმის ერთდროულად ჩნდება სხვადასხვა ადგილას, ხშირად იცვლება მისი ჩვევებიც და გარეგნობაც.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა  განაცხადა, რომ პუტინი შეიძლება ორეულით შეიცვალოს.

„დავუშვათ, ყურების სურათი განსხვავებულია და ეს თითის ანაბეჭდის მსგავსია, თითოეული ადამიანის ყურის სურათი უნიკალურია. ეს არ შეიძლება განმეორდეს“, - განაცხადა შსს-ს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა. 

ბუდიანოვის თქმით, პუტინი რომ მძიმედ არის ავად, ეს არც ისე დიდი საიდუმლოა. მისი თქმით, 9 მაისს პუტინი აღლუმზე „კერამიკული“ ხელით წავიდა, თითქმის არ მოძრაობდა და კოჭლობდა.

„12 აპრილს, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს სერგეი შოიგუს შეხვდა. შეხვედრაზეც პუტინი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. მისი თავი სხეულის არაპროპორციული იყო, ხელი მაგიდაზე  სრულიად უმოძრაოდ ეჭირა, არაბუნებრივ მდგომარეობაში იჯდა და რთულად  მოძრაობდა.

პუტინის ბოლო ვიდეოში, სადაც თავს კოღოები დაესხნენ, აშკარად ჩანს მისი არაბუნებრივი მოძრაობები. პუტინმა მწერები მარცხენა ხელით გააძევა, მარჯვენა კიდური საერთოდ არ მოძრაობდა“, - აცხადებს კირილ ბუდიანოვი. 

ბუდანოვი მიიჩნევს, რომ დიქტატორს ნამდვილად შეუძლია თავი აარიდოს საზოგადოებაში გამოჩენას. მის ნაცვლად თავის ორეულებს შეუძლიათ ამის გაკეთება. „განსხვავებული პუტინი“ უკვე მრავალი წელია შენიშნეს.

ბუდანოვის თქმით,  სავარაუდოდ, პუტინი რამდენიმე ოპერაციას გადაურჩა და შესაძლოა, კიბო ჰქონდეს. ამიტომ, ვერსია მისი ორეულების შესახებ შეიძლება, საკმაოდ რეალური აღმოჩნდეს.

„განსხვავებული ჩვევები აქვთ, მანერები, სიარული, ზოგჯერ სხვადასხვა სიმაღლეც კი, თუ კარგად დააკვირდებით“, - დასძენს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი.

ბუდანოვის განცხადებით, პუტინს აქვს ორეულების ცხრილი, რომელშიც შესულია დიქტატორის ყველა „ვერსია“, მათ შორის:  პუტინი - სპიკერი, პუტინი - დიპლომატი და ა.შ ეს ყველაფერი კი, იმის მიხედვით, თუ რა ღონისძიებაზე უნდა გამოჩნდეს.  ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა.

კირილ ბუდანოვის თქმით, პუტინს, წელს 70 წელი შეუსრულდება, აშკარაა კუნთოვანი სისტემის პრობლემებიც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი აღიარებს პუტინის ორეულების არსებობას, რადგან ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამის დასამალად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო

✔️ ვაშინგტონი უშუალოდ არის ჩართული უკრაინის კონფლიქტში - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

✔️ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს“ - ენტონი ბლინკენი

✔️  „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი

✔️ „ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის“ - ვიქტორ ორბანი