მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი

უნგრეტის პრემიერ-მინისტრი

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“, - ამის შესახებ აშშ-ში კონსერვატიულ პოლიტიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ამერიკელმა და უნგრელმა კონსერვატორებმა უნდა გააერთიანონ ძალები 2024 წლის არჩევნებში, რათა ვაშინგტონსა და ბრიუსელში დაიბრუნონ ინსტიტუტები ლიბერალებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დასავლურ ცივილიზაციას. მხოლოდ ძლიერ ლიდერს შეუძლია მშვიდობაზე მოლაპარაკება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

მედიის ცნობით, ევროპელები წელს ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ.

„ეს ორი ადგილი დასავლური ცივილიზაციისთვის ბრძოლაში ორ ფრონტს განსაზღვრავს“, - განაცხადა ორბანმა. 

მისი თქმით, პროგრესულები დასავლური ცივილიზაციის  ქრისტიანული ფესვებისგან გამოყოფას ცდილობენ.

„ეს ომი კულტურული ომია. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ოჯახები, ჩვენი უნივერსიტეტები და ინსტიტუტები“, - დასძინა ვიქტორ ორბანმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ჯერემი კორბინი დასავლეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო ოთხი კომპონენტი დაასახელა

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო

✔️ გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?