მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივლისში ევროპის უდიდეს ქვეყნებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდების ვალდებულება არ აუღიათ - Politico

ივლისში ევროპის უდიდეს ქვეყნებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდების ვალდებულება არ აუღიათ

ივლისში ევროპის ექვს დიდ ქვეყანას უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდების ვალდებულება არ აუღიათ, რაც შეიძლება იყოს სიგნალი სამხედრო დახმარების შემცირების შესახებ, - ამის შესახებ გამოცემა „Politico“ კილის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ანალიტიკოსების აზრით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, ვერ უმკლავდებიან დახმარების გაწევას და იარაღის მიწოდება შეიძლება შესუსტდეს სწორედ იმ მომენტში, როდესაც კიევი გადამწყვეტ კონტრშეტევას დაიწყებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აპრილის დასაწყისიდან ევროპის სამხედრო მხარდაჭერა მცირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ომი კრიტიკულ ფაზაში შევიდა, დახმარების ახალი ინიციატივები ამოიწურა“, - აცხადებს კრისტოფ ტრებეში.

როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, პანდემიის კრიზისის დროს გამოყოფილ თანხასთან შედარებით, ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერისთვის გამიზნული დაფინანსება ძალიან მცირეა.

„პოლიტიკოსთან“ საუბრისას ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა განაცხადა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია, მეტი უნდა გააკეთონ უკრაინისთვის.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მათ უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, აკეთებენ თუ არა საკმარისს?“ - აღნიშნავს არტის პაბრიკსი.

ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რიჰო ტერასი ამბობს, რომ ევროპა უნდა გამოფხიზლდეს, რადგან, მისივე თქმით, მშვიდობა რუსეთის დამარცხებამდე არ დაისადგურებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ სულ მცირე 26 დაღუპული და ათეულობით დაშავებული - ალჟირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

✔️ „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

✔️  „პუტინის მიზნები შეიცვალა“ - რუსი ოპოზიციონერი

✔️ „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი

✔️ ყირიმში სამხედრო საწყობში აფეთქება ელიტარულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა მოაწყო - NYT