მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებს სურდათ უგლეგორსკის თბოსადგურის ხელში ჩაგდება, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელი სამხედროები

სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებით რუსები ცდილობდნენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უგლეგორსკის თბოსადგურზე კონტროლის დამყარებას, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მტერი აიძულა, უკან დაეხიათ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„სლავიანსკის და ბახმუტის მიმართულებით, მტერი კონცენტრირებს, რომ თავისი ძირითადი ძალისხმევა ქალაქ სევერსკსა და ბახმუტზე კონტროლის დამყარებისკენ მიმართოს.

სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაფიქსირდა სევერსკის, ვერხნეკამენსკოეს, ალექსანდროვკას, ნიკიფოროვკას, დონეცკის, სადავო, ტრავნევოს, პოკროვსკოეს, სოლედარის, ნიუ-იორკის, კოდემას და სხვა დასახლებების რაიონებში. დამპყრობლებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ნიუ-იორკთან, ბერესტოვოესა და სოლედართან.

შეტევითი და თავდასხმის ქმედებებით, მტერი ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ივანო-დარიევკას, გრიგოროვკას, ნოვოლუგანსკოეს, სემიგორიეს დასახლებების რაიონებში და კონტროლის დამყარებას უგლეგორსკის თბოსადგურის ტერიტორიაზე. წარმატებები არ აქვთ - უკრაინელმა ჯარისკაცებმა აიძულეს ისინი, უკან დაეხიათ“, - ვკითხულობთ გენშტაბის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

👉 „საკუთარი უსაფრთხოება ხომ მაინც უნდა განაღვლებდეს...უნდა შეწყვიტო პრეტენზიები და დაეხმარო უკრაინას, წერტილი“ - იენს სტოლტენბერგი

👉 ზაპოროჟიეს ოლქისკენ მტრის ტექნიკის დიდი კოლონა მიემართება - პეტრ ანდრიუშჩენკო

👉 სერგეი შოიგუმ უკრაინაში ყველა მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გაზრდის ბრძანება გასცა

👉 „რუსეთს საზარბაზნე ხორცი აკლია, ფარული მობილიზაცია ამოქმედდა“ - ალექსეი დანილოვი