მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაპოროჟიეს ოლქისკენ მტრის ტექნიკის დიდი კოლონა მიემართება - პეტრ ანდრიუშჩენკო

რუსული ტანკები

მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ მარიუპოლის გავლით ზაპოროჟიეს ოლქის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა მიემართება.

როგორც ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, კოლონა დაახლოებით 100 ერთეული ტექნიკით შედგება. კოლონაში შედის ჯავშანტრანსპორტიორები და საბრძოლო სადესანტო მანქანები.

მერის მრჩეველმა დასძინა, რომ დიდი რაოდენობით რუსი ჯარისკაცები, რომლებიც „კამაზის“ მანქანებით ჩაიყვანეს ადგილზე, ნიკოლსკისა და მანგუშსკის სოფლებში განათავსეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სერგეი შოიგუმ უკრაინაში ყველა მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გაზრდის ბრძანება გასცა

👉 დუმის დეპუტატი ჯო ბაიდენის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანას ითხოვს

👉 „რუსეთს საზარბაზნე ხორცი აკლია, ფარული მობილიზაცია ამოქმედდა“ - ალექსეი დანილოვი

👉 რუსი ოფიციალური პირები ირანს ეწვივნენ და საბრძოლო თვითმფრინავები დაათვალიერეს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენონ - თეთრი სახლი