მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ფედერაციაში საბრძოლო რაკეტების წარმოების თავდაცვის საწარმოდან შვიდი ტონა ტიტანი მოიპარეს

რუსეთის ფედერაციაში საბრძოლო რაკეტების წარმოების თავდაცვის საწარმოდან შვიდი ტონა ტიტანი მოიპარეს

მოსკოვის მახლობლად მდებარე კოროლიოვში იარაღის უმსხვილესი რუსული მწარმოებლის საწყობიდან 7 ტონა ტიტანი მოიპარეს. იგი საბრძოლო რაკეტების დასამზადებლად გამოიყენება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Mash-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აღნიშნულია, რომ უცნობმა პირებმა ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით სტრატეგიული ნედლეული გაიტანეს.

„შვიდი ტონა ტიტანი მოიპარეს Tactical Missiles-ის ჰოლდინგის შვილობილი კომპანიისგან. კომპანია აწარმოებს რაკეტებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

დამნაშავეებმა გამოიყენეს ყალბი მინდობილობა, შევიდნენ კოროლიოვის საწყობში და ამოიღეს 7319 კილოგრამი ნედლეული 18 მილიონი რუბლის ღირებულების.

„ქურდობის საქმეს პოლიცია იძიებს“, - აღნიშნავს მედია. 

მანამდე სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა გააძლიერეს სარაკეტო დარტყმები, მაგრამ დაიწყეს მოძველებული რაკეტების გამოყენება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დამპყრობლებს ეწურებათ მაღალი სიზუსტის რაკეტები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სევეროდონეცკის აღება არ იძლევა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გარანტიას  - ISW

✔️ მასიური დაბომბვა, თავდასხმა და მსხვერპლი - ვითარება ლუგანკის ოლქში (ფოტო)

✔️ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

✔️🎥 ოკუპირებულ დონეცკში რუსული ჯარების საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა

✔️ უკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი განადგურდა - უკრაინის შს სამინისტრო