მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი განადგურდა - უკრაინის შს სამინისტრო

უკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი  განადგურდა

უკრაინელმა დამცველებმა სამ თვეში გაანადგურეს თანამედროვე რუსული ტანკების დაახლოებით მესამედი, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსოვმა განაცხადა. 

„უკრაინის წინააღმდეგ ომამდე რუსეთი შეიარაღებული იყო დაახლოებით სამი ათასი თანამედროვე ტანკით და მათი 30% გაანადგურეს უკრაინელმა დამცველებმა ომის სამი თვის განმავლობაში“, - აღნიშნა ვიქტორ ანდრუსოვმა. 

მისი თქმით, T-62 ტანკების გამოყენება აგონიას ჰგავს:

„არ არის ცნობილი რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ კარგია, რომ ამას ვხედავთ“, - აცხადებს ანდრუსოვი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთში ზარალი განიცადა და უკან დაიხია

✔️ პუტინი გააგრძელებს დონბასის მიწის ღრღნას - ბორის ჯონსონი

✔️ უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი იქნება - პოდოლიაკი

✔️ ჯონსონი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად ახალ ალიანსს სთავაზობს - მედია