მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წლის ბოლომდე, უკრაინის სასარგებლოდ ბრძოლის ველზე სერიოზული ცვლილებები მოხდება - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინიტრი

„ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი,  ეს შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს,“ - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა Financial Times-ს განუცხადა.

„ამ წლის ბოლოსთვის ბრძოლის ველზე სერიოზული ცვლილებები იქნება უკრაინის სასარგებლოდ. იმედი მაქვს, რომ წელს ჩვენ ვიხილავთ კონტრშეტევის კამპანიას და ეს იქნება წარმატებული“, - განაცხადა  უკრაინის თავდაცვის მინისტრმა,

მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა მიიღებს უფრო დიდ დისტანციურ სისტემას, კერძოდ, ამერიკულ HIMARS სარაკეტო გამშვებ სისტემებს, რომლებმაც უკვე „შეცვალეს ომში თამაშის წესები“. 

„უკრაინა უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში რუსულ საბრძოლო მასალის საწყობებზე დარტყმების განსახორციელებლად ფრონტის ხაზის მიღმა HIMARS-ს იყენებდა, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის საარტილერიო მანქანა დაზიანდა“, - აღნიშნა ალექსი რეზნიკოვმა. 

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს თავდაპირველად ეშინოდა, რომ უკრაინაში HIMARS-ის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევდა, მაგრამ ახლა, მისი თქმით, პარტნიორები უფრო მეტს გაუგზავნიან, მათ შორის რაკეტებს რომლის მიზნის განადგურების რადიუსი 300 კილომეტრია.

„ვფიქრობ ეს ეტაპობრივი მოძრაობაა. ჩვენ ვაძლევთ მათ მტკიცებულებას, რომ HIMARS-ის სიზუსტით გამოყენება შეგვიძლია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ დასავლურ იარაღს უფრო დიდი დიაპაზონი აქვს და უფრო ზუსტია, ვიდრე საბჭოთა ეპოქის ძველ უკრაინულ არტილერიას, ამიტომ ახლა უკრაინელი სამხედროების დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუნდაც მაისთან შედარებით, როცა მხოლოდ დონბასში, დღეში საშუალოდ 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპებოდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი ერთ წელიწადში“ - აშშ-ის არმიის ყოფილი გენერალი

🔴 რუსეთის ელჩი უკრაინას გაჭიანურებული ომით დაემუქრა

🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი

🔴 რუსული ჯარები ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებიან - ISW

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი