მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი

რონდელის ფონდის მკვლევარი

რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში რუსეთ-უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევის დაწყებისთვის ემზადება.

კონფლიქტოლოგის თქმით, რუსულ ჯარს შეტევის საშუალებები ამოეწურა და მათ პაუზის აღება მოუწიათ. 

ამასთან, რონდელის ფონდის მკვლევარი ამბობს, რომ რუსებს მომარაგების პრობლემები შეექმნებათ. 

მისი თქმით, 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის ბრძოლა ახლა იწყება. 

„როგორც ჩანს, დაგროვდა ის კრიტიკული მასა, რაც საჭიროა სიტუაციის გარდამტეხად, ახლა დავინახავთ კონტრშეტევას. თუ აქამდე ვხედავდით რუსეთის მძლავრ შეტევებს, ახლა ვხედავთ, რომ მათ არ შეუძლიათ მასიური შეტევა. რუსეთს შეტევის საშუალება ამოეწურა. უკრაინა აპირებს კონტრშეტევაზე გადასვლას, რათა დაიბრუნოს სამხრეთის სანაპირო. უკრაინის ეკონომიკისთვის საჭიროა, მას ჰქონდეს გარე სამყაროსთან კავშირი და პორტები აამუშაოს. 

უკრაინა ტერიტორიულად დიდია, მას აქვს იმის ფუფუნება, ტაქტიკური თვალსაზრისით უკან დაიხიოს და სადღაც შეუტიოს. ჯერჯერობით, წინა ფრონტის ხაზზე რუსებს ძველი მარაგები აქვთ დარჩენილი, ეს როგორც კი ამოიწურება, რუსებს გაუჭირდებათ ფრონტზე მარაგების მიწოდება. ახლა იწყება ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის.

დასავლეთმა ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიტანა ამ ომიდან. საინფორმაციო ომს დასავლეთი არ ჰყვება და რუსეთის განცხადებებს აღარაფრად აგდებს. ყველზე ცუდი ის არის, რომ ამ საინფორმაციო და დეზინფორმაციის ომში მოწყვლადი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც არის ძალზე კარგი ნიადაგი იმისთვის, რომ მსგავსი დეზინფორმაცია გავრცელდეს და გავლენა ჰქონდეს საზოგადოებრივ აზრზე. 

დასავლეთი არის ისეთი ერთიანი, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა. საბჭოთა იმპერია რეალურად ახლა იმსხვრევა და ინგრევა. საბჭოთა კავშირი ადამიანის გონებაში განსაკუთრებით რუსეთში, მხოლოდ მაშინ შეიძლება, დაიმსხვრეს, თუ უკრაინა იქნება ცალკე. თუ უკრაინა არ იქნება ცალკე, საბჭოთა კავშირი მაინც იარსებებს ხალხის გონებაში“, - აცხადებს რონდელის ფონდის მკვლევარი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სერიოზული სანქციები, რომლებიც ნამდვილად „მოკლავს რუსეთის ეკონომიკას“, ჯერ კიდევ წინ არის“ - ზელენსკის მრჩეველი

🔴 პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ სატანისტებს შეუძლიათ - მარია ზახაროვა

🔴 ოკუპანტებმა სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები გაზარდეს - ISW

🔴 ვინ ოცნებობს პუტინის „ტახტის“ დაკავებაზე?

🔴 სამწუხაროდ, ოკუპანტმა ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია მოახდინა - სერგეი გაიდაი