მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში წარმატებულად მიმდინარეობს“ - ბრიტანეთის დაზვერვა

ხერსონი განთავისუფლდება

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ხერსონის მიმართულებით დაწყებული კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობს.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ოლქში დისლოცირებული რუსეთის 49-ე არმია დაუცველადაა. 

„უკრაინის ძალებმა დაიკავეს ხიდი მდინარე ინგულეცის სამხრეთით, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ჩრდილოეთ საზღვარია.

რუსეთის 49-ე არმია, რომელიც განლაგებულია მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე, ახლა ძალიან დაუცველად გამოიყურება. ხერსონი პრაქტიკულად მოწყვეტილია რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 „აშშ-სთან ნებისმიერი სახის სამხედრო დაპირისპირებისთვის მზად ვართ“ - კიმ ჩენ ინი

🔴 „ჩვენი სისხლით მოპოვებული მიწები იყიდება“ - სოხუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა

🔴 აშშ-ში ამბობენ, რომ უკრაინის ომში 75 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა - Eurointegration

🔴 მოკლული ქალის შვილების წინააღმდეგობის მიუხედავად, მათი დედის მკვლელს ალაბამაში დღეს სიკვდილით დასჯიან