მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორელი: ბირთვულმა საფრთხეებმა არ უნდა შეარყიოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა  რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას შემაშფოთებელი სცენარი უწოდა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამან არ უნდა შეარყიოს ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ბორელის თქმით, ფრონტის ხაზიდან კარგი ახალი ამბები ისმის და უკრაინა კვლავ შეტევაზე გადადის.

„ომი ახალ ფაზაში გადავიდა. ჩვენ საშინელი სცენარის წინაშე ვდგავართ და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ეს არის ჩვეულებრივი ომის სცენარი ბირთვული იარაღის გამოყენებით. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი სცენარია, სადაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია“, - თქვა ბორელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ყოველი რუსი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, ომის მანქანის ნაწილია - გარი კასპაროვი

✔️ პუტინის ბირთვული შანტაჟი ბლეფი და პოლიტიკური თამაშია - სერგეი გრაბსკი

✔️  „ძალაუფლება, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს გადაეცემა“ - ანდრეი პიონტკოვსკი პუტინის სავარაუდო გადადგომაზე

✔️ „ეს ადამიანები ძალიან აქტიურად ეძებენ სამუშაოს“ - რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სამსახურს ეძებენ

✔️ „კაშკაშა პოლიტიკოსი ხართ“ - ბჟანიამ კადიროვს დაბადების დღე მიულოცა

✔️ მარცვლეულის დერეფნის მუშაობის გასაგრძელებლად უკრაინა რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს - პოდოლიაკი