მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალაუფლება, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს გადაეცემა“ - ანდრეი პიონტკოვსკი პუტინის სავარაუდო გადადგომაზე

ანდრეი პიონტკოვსკი, რუსი პუბლიცისტი

რუსმა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შესაძლო გადადგომის, მისი აზრით, ყველაზე სავარაუდო ვარიანტი დაასახელა. 

„კრემლში საკმაოდ კარგად ესმით, რომ ომი წაგებული აქვთ“, - ამბობს პიონტკოვსკი. 

მისი თქმით, ძალაუფლება სავარაუდოდ გადაეცემა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს. პუტინის გადაყენებასთან დაკავშირებით მსჯელობა დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინული ძალები ხერსონს გაათავისუფლებენ. 

„ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ თითქოს ავად გახდა და მმართველობა გადაეცა კოლექტიურ ორგანოს. არავის სურს პუტინის მემკვიდრე გახდეს და დიდი პასუხისმგებლობა აიღოს. ხერსონი უბრალოდ დახურავს ყველა დისკუსიას. ხერსონის შემდეგ ეს ვარიანტი რბილი ან მძიმე ფორმით განხორციელდება“, - დასძინა პოლიტოლოგმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ეს ადამიანები ძალიან აქტიურად ეძებენ სამუშაოს“ - რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სამსახურს ეძებენ

✔️ „კაშკაშა პოლიტიკოსი ხართ“ - ბჟანიამ კადიროვს დაბადების დღე მიულოცა

✔️ მარცვლეულის დერეფნის მუშაობის გასაგრძელებლად უკრაინა რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს - პოდოლიაკი

✔️ აშშ-ის დაზვერვა რუსეთის ბირთვულ პოტენციალთან დაკავშირებული აქტივობის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავს

✔️ ავტობუსი, რომელიც ქორწილისკენ მიემართებოდა, ხევში გადავარდა და 25 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში

✔️ რუსეთის ბირთვული პოტენციალი შეიძლება ისეთივე მითი იყოს, როგორც მათი არმია - სამხედრო ექსპერტი