მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ადამიანები ძალიან აქტიურად ეძებენ სამუშაოს“ - რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სამსახურს ეძებენ

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტებზე, სადაც ქართველები მუშაობდნენ და შემდგომ სამსახური დატოვეს, ახლა უკვე რუსეთის მოქალაქეები ითხოვენ დასაქმებას. 

როსტომაშვილის თქმით, მობილიზაციის გამოცხადების შემდგომ რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეები სამსახურს აქტიურად ეძებენ.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ სამშენებლო ობიექტებზე, ძირითადად პოლონეთში მიდიან და ამ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ახლა რუსეთის მოქალაქეები მოდიან. ეს ის რუსები არიან, რომლებიც მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოვიდნენ. ეს ადამიანები ძალიან აქტიურად ეძებენ სამუშაოს. ამ სიცარიელეს აუცილებლად დასჭირდება შევსება“, - აცხადებს „ტვ პირველთან“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი. 

ამასთან, „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ვაკანტურ ადგილებს შეავსებენ.

„საქართველოში თითქმის არ არსებობს სფერო, სადაც კადრების ნაკლებობა არ იყოს. ბევრი ადამიანი მიდის ემიგრაციაში და შესაბამისად, ის მუშა ხელი, რომელიც შესაძლებელია საქართველომ გამოიყენოს, რეალურად აკლდება. ეს ხალხი დასაქმდება ისეთ ადგილას, სადაც ენობრივი ბარიერი არ იარსებებს. პირობითად, ეს არის მშენებლობები, სამრეცხაოები და ასე შემდეგ. ეს ადამიანები იქნებიან ისინი, ვინც გარკვეულ სეგმენტს, რომელიც ცარიელია, ჩაანაცვლებს“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „კაშკაშა პოლიტიკოსი ხართ“ - ბჟანიამ კადიროვს დაბადების დღე მიულოცა

✔️ მარცვლეულის დერეფნის მუშაობის გასაგრძელებლად უკრაინა რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს - პოდოლიაკი

✔️ აშშ-ის დაზვერვა რუსეთის ბირთვულ პოტენციალთან დაკავშირებული აქტივობის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავს

✔️ ავტობუსი, რომელიც ქორწილისკენ მიემართებოდა, ხევში გადავარდა და 25 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში

✔️ რუსეთის ბირთვული პოტენციალი შეიძლება ისეთივე მითი იყოს, როგორც მათი არმია - სამხედრო ექსპერტი

✔️ ომი მომავალი წლის შემოდგომამდე გაგრძელდება - ვიქტორ კევლიუკი