მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კაშკაშა პოლიტიკოსი ხართ“ - ბჟანიამ კადიროვს დაბადების დღე მიულოცა

ბჟანია და კადიროვი

„გილოცავთ დაბადების დღეს. კაშკაშა და ნიჭიერი პოლიტიკოსი ხართ. მიზანმიმართულად და დაუღალავად ემსახურებით თქვენს სამშობლოს, გულთბილად გილოცავთ დაბადების დღეს“, - ასე მიულოცა სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ დაბადების დღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს რამზან კადიროვს. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს. 

👉 „ყოველი მეომარი ერთ დღეს ხდება ბრძენი და ფილოსოფოსი, რომლის სიტყვებიც ამოტვიფრული იქნება ქვაზე“ - თინა კანდელაკი რამზან კადიროვს დაბადების დღეს ულოცავს

„თქვენ მოიპოვეთ დამსახურებული პატივისცემა როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. აფხაზეთში უხარიათ ის წარმატებები, რასაც ჩეჩნეთის რესპუბლიკამ თქვენი ხელმძღვანელობით მიაღწია“, - წერს ბჟანია.

ასლან ბჟანიამ კადიროვს ჯანმრთელობა, წარმატება და წინსვლა უსურვა. რამზან კადიროვს 5 ოქტომბერს 46 წელი შეუსრულდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთი მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

✔️ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში მოსახლეობა საკვების მისაღებად რიგებში საათობით დგას

✔️  ლიმანში დამარცხებამ რუსეთის ფედერაციას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, ვიდრე კიევიდან და ხარკოვიდან წასვლამ - ანალიტიკოსები