მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარცვლეულის დერეფნის მუშაობის გასაგრძელებლად უკრაინა რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს - პოდოლიაკი

მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს მარცვლეულის დერეფნის მუშაობის გასაგრძელებლად. ამის შესახებ მან Bloomberg- ის სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. 

პოდოლიაკმა უარი თქვა დაკონკრეტებაზე თუ როდის შეიძლება მოსალოდნელი იყოს რაიმე კონკრეტული შედეგი. პოდოლიაკმა მოლაპარაკებებს რთული უწოდა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს პირდაპირ არ აწარმოებს. 

22 ივლისს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმება დაიდო, რომლის თანახმადაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე - ოდესაზე, ჩერნომორსკსა და „სამხრეთის“ პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგროკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აშშ-ის დაზვერვა რუსეთის ბირთვულ პოტენციალთან დაკავშირებული აქტივობის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავს

✔️ ავტობუსი, რომელიც ქორწილისკენ მიემართებოდა, ხევში გადავარდა და 25 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ინდოეთში

✔️ რუსეთის ბირთვული პოტენციალი შეიძლება ისეთივე მითი იყოს, როგორც მათი არმია - სამხედრო ექსპერტი

✔️ ომი მომავალი წლის შემოდგომამდე გაგრძელდება - ვიქტორ კევლიუკი