მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთი მოუწოდებს რუსეთსა და აშშ-ს, უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაცია არ დაუშვან

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენ ი

ჩინეთი მოუწოდებს რუსეთს, აშშ-ს და ყველა მხარეს უკრაინასთან დაკავშირებით დაძაბულობის ესკალაციას ხელი არ შეუწყონ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენ იმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეფონით ისაუბრეს.  პეკინმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე თავშეკავებულობას გამოიჩენენ და რეგიონში ესკალაციას არე დაუშვებენ. 

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ კონფლიქტის დეესკალაციაშია დაინტერესებული და ვაშინგტონს ესმის თუ რა რისკებს შეიცავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესია, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკაზე ზემოქმედების მხრივ.

ვან ის განცხადებით. ერთი ქვეყნის უსაფრთხოება სხვა ქვეყნების ხარჯზე არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. „დიპლომატია და დეესკალაცია ერთადერთი სწორი ნაბიჯებია“, - უპასუხა ენტონი ბლინკენმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარ შეკითხვაზე ვაშინგტონიდან პასუხი არ არის“.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია - გამოკითხვა

🔴  აშშ-ის მიერ მოწერილ წერილში ჩვენს მთავარ შეკითხვაზე პასუხი არ არის - ლავროვი

🔴 „ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს, რუსეთი აუცილებლად წააგებს“ - მეუფე იაკობი უკრაინაში შესაძლო ომზე

🔴  The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴  „Nord Stream 2“-ის გაზსადენი არ გაიხსნება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

🔴  აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა