მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მყიფე დიპლომატიური პროცესის დროს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

პასუხი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდა აშშ-ს ელჩმა მოსკოვში, ჯონ სალივანმა, იმეორებს აშშ-ის შეთავაზებას რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ ევროპის უსაფრთხოების ზოგიერთ ასპექტზე.

„შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის. პასუხი აყალიბებს სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი აირჩევს ამას. წერილობითი დაწერა კარგი გზაა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რუსებს ესმით ჩვენი პოზიციები, ჩვენი იდეები, რაც შეიძლება ნათლად. ახლა, დოკუმენტი მათთანაა, მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 აშშ-ს დოკუმენტი არ გახდება საჯარო.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი