მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია - გამოკითხვა

გერმანული იარაღი

სოციოლოგიური ინსტიტუტის YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59%-მა რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში კიევისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე გერმანიის მთავრობის უარს მხარი დაუჭირა, გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, გერმანიამ უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდოს, კვლევის მონაწილეთა 21%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.  

გერმანიის ბუნდესტაგში წარმოდგენილი ყველა პარტიის მხარდამჭერები უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგებიან. 

უკრაინამ არაერთხელ მოითხოვა იარაღის მიწოდება, მათ შორის გერმანიისგანაც. გერმანიის მთავრობამ ამ მოთხოვნებზე უარი თქვა, კერძოდ, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 17 იანვარს კიევში ვიზიტისას განაცხადა. 

გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება გაიხსენა და მიუთითა, რომ კიევს მხოლოდ ქვეყნის განვითარებისთვის 1.8 მილიარდი ევრო გამოეყო. 26 იანვარს კი განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 5 000 სამხედრო ჩაფხუტის გაგზავნა გადაწყვიტა, რასაც კიევში უკმაყოფილება მოჰყვა. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 გერმანია უკრაინის დასახმარებლად 5 000 ჩაფხუტს აგზავნის

🔴 The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი