მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„Nord Stream 2“-ის გაზსადენი არ გაიხსნება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

„Nord Stream 2“-ის გაზსადენი არ გაიხსნება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“

„რუსეთსა და გერმანიას შორის Nord Stream 2 მილსადენი წინ არ წავა, არ გაიხსნება, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში“,  - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა. 

„მინდა ვიყო ძალიან მკაფიო: თუ რუსეთი ამა თუ იმ გზით შეიჭრება უკრაინაში, Nord Stream 2 წინ არ წავა. არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის არ გაიხსნას“, - აღნიშნა პრაისმა.

ემილი ჰაბერმა, გერმანიის ელჩმა ვაშინგტონში, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა პოზიციის გამკაცრებას.

„აშშ-მა და გერმანიამ ერთობლივად განაცხადეს გასულ ზაფხულს: თუ რუსეთი გამოიყენებს ენერგიას იარაღად ან თუ მოხდება უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთი დარღვევა, რუსეთს მოუწევს მაღალი ფასის გადახდა“, - წერს ემილი ჰაბერმი, გერმანიის ელჩი ვაშინგტონში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ  ვმუშაობთ  დეესკალაციისთვის, ასევე, მზად ვართ ყველაზე უარესისთვის“,- აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ განაცხადა, რომ ყველა მხარე, რომელიც ჩართულია უკრაინის საკითხში, უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც იწვევს დაძაბულობას და აძლიერებს კრიზისს.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი