მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დემნა გვასალია უკრაინის აღდგენის მიმართულებით UNITED24-ის ფონდის ელჩი გახდა

უკრაინის პრეზიდენტი ქართველი დიზაინერი

ქართველი დიზაინერი, Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია უკრაინის ფინანსური დახმარების ფონდის UNITED24-ის ელჩი გახდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. წერს უკრაინული მედია

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დემნა გვასალიას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერის გამო. 

მისივე თქმით, გვასალია იქნება „უკრაინის აღდგენის” მიმართულების ელჩი, იძულებით გადაადგილებულთა დასახმარებლად.

„გმადლობთ მხარდაჭერისთვის, ეს ძალიან ღირებულია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ყურადღების მიქცევა უკრაინაზე, რათა დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა ქართველმა დიზაინერმა და თქვა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. 

„ჩემთვის პატივია გავხდე United24-ის ელჩი. ძალიან კარგად ვიცი და ვგრძნობ იმ ტკივილს, რასაც უკრაინელები განიცდიან. ბევრი მიფიქრია, როგორ დავეხმარო უკრაინას და ყველა ლტოლვილს, ვისაც სურს სახლში დაბრუნება. ამიტომ გადავწყვიტე ფოკუსირება მოვახდინო ჰუმანიტარულ მიმართულებაზე.  სპეციალური მაისური, რომელიც ჩვენ შევქმენით Balenciaga-ში, იქნება ერთგვარი მხარდაჭერის გზავნილი უკრაინის მიმართ“, - განაცხადა გვასალიამ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „აი, ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო“ - ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

👉 „ელჩის მჯერა, არ მგონია, რომ ომში ჩართვა ასე მარტივად ხდებოდეს, ელჩი მივიდეს არაფორმალურ მმართველთან და უთხრას, მოდი, ომი დავიწყოთო“ - სანდრო რაქვიაშვილი

👉 „შეხვედრის თემა რა იქნებოდა - არაფერი, რა ომის დაწყება, ხალხნო“ - პაატა მანჯგალაძე ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრაზე

👉 „არ მგონია, საუბარი ყოფილიყო სპორტის განვითარებაზე, მსოფლიოში მთავარი გამოწვევა არის ომი“ - ირაკლი ზარქუა ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე