მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აი, ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო“ - ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება. მისი თქმით, სექტემბერში შეიკრიბება პარლამენტი და ამ ვეტოს დაძლევენ.

„პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რა ჩაწერა, იცით? მე არ მაქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუმცა, ჩემი ვეტოს მიზეზი არის პოლიტიკური. ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი ანუ სამართლებრივად სწორი არის, მაგრამ, აი, ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო. კი ბატონო, სექტემბერში შევიკრიბებით და დაიძლევა ეს ვეტო“, - განაცხადა ზარქუამ.

22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდისთვის არ შეიძლებოდა საქართველოში მიღებული ყოფილიყო კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ელჩის მჯერა, არ მგონია, რომ ომში ჩართვა ასე მარტივად ხდებოდეს, ელჩი მივიდეს არაფორმალურ მმართველთან და უთხრას, მოდი, ომი დავიწყოთო“ - სანდრო რაქვიაშვილი

👉 „შეხვედრის თემა რა იქნებოდა - არაფერი, რა ომის დაწყება, ხალხნო“ - პაატა მანჯგალაძე ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრაზე

👉 „არ მგონია, საუბარი ყოფილიყო სპორტის განვითარებაზე, მსოფლიოში მთავარი გამოწვევა არის ომი“ - ირაკლი ზარქუა ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე

👉 „ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს“ - ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს მიმართავს

👉 „ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში მომავლისთვის გაუგებარია“ - ედუარდ სააკაშვილი